ექვთიმე თაყაიშვილი – “ეპიზოდი”
“საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად” წოდებული დიდი ქართველი მამულიშვილი - ექვთიმე თაყაიშვილი (1863-1953 წლები),რომელიც მის მცირერიცხოვან თანამებრძოლებთან ერთად თავგამოდებით იბრძოდა ქართული ძეგლების და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება-გადარჩენისათვის,დიდად სწუხდა იმაზე,რომ ქართველი ხალხის დიდ ნაწილში გასაოცარი უდარდელობა,უგულობა და ზოგჯერ უვიცობა სჭარბობდა ისეთი ეროვნული საკითხებისადმი,როგორებიც არის ერის ისტორია და მისი კულტურული მემკვიდრეობა.იგი განსაკუთრებით გულნატკენი გახლდათ იმ ქართველი ინტელიგენტების მიმართ,რომელთაც ნაკლებად აწუხებდათ ეს პრობლემები.სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა დააწერინა ამაგდარ ქართველ პატრიოტს შემდეგი სიტყვები:
“რამდენს ვცდილობდი,რას არ ვკიდებდი ხელს,მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოვასწარი!.. არ იყო ხალხი,თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო!.. რუსთველის გამზირზე სეირნობისა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას,ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება… თითქოს გვყავდა ინტელიგენცია,მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას”. (ავტორი გენია.ჯი)