ქართველი “გულუხვი რაინდები” და “საუკეთესო მასპინძლები”
ქართველები რომ სტუმარ-მასპინძლობის გასაოცარი ნიჭით ვართ დაჯილდოებული,უცხო არავისთვის არ არის.თუმცა,ხშირად,ჩვენი ეგზომ უნიკალური ეროვნული ღირსება,ისეთ “გულუხვობასა” და უგუნურებაში გადაგვდის ხოლმე,რომ განუზომელ ზიანს ვაყენებთ არა მარტო საკუთარ თავს,არამედ საკუთარ სამშობლოსაც კი.სამწუხაროდ,ამის მაგალითები ჩვენი ერის ისტორიაში მრავლად არის.შესაბამისად,”გულუხვი რაინდისა” და “საუკეთესო მასპინძლის” ტიტულის მაძიებელნი ერთმანეთს ეშურებოდნენ უცხოტომელთა გულის დაპყრობას ისეთი საოცარი საჩუქრების მირთმევით,რომლებიც ქართველი ერის ნამდვილ საუნჯეებს წარმოადგენდნენ. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,ერთმა ქართველმა თავადმა,საქართველოში სტუმრად ჩამოსულ რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე II-ს,ვლახერნის უბრწყინვალესი ხატი მიართვა.ამ საოცარმა საჩუქარმა ალექსანდრე აღაფრთოვანა და ერთობ გააკვირვა კიდეც,თუმცა,მადლობა ღმერთს,იმპერატორმა საჩუქარზე უარი სთქვა და იგი ისევ უკანვე დააბრუნა; მეორე ქართველმა,კავკასიის მეფინაცვალს ერეკლე მეფის (“პატარა კახის”) თოფი აჩუქა.საინტერესოა ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული თოფით იბრძოლა ერეკლე მეფემ 1795 წელს სპარსეთის ლაშქრის წინააღმდეგ ქართველი ერისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს – “კრწანისის ბრძოლაში”,სადაც თვისტომთა ამაზრზენი ღალატის შედეგად მივიღეთ ის,რის ნაყოფსაც დღესაც ვიმკით – ქართველები.საბედნიეროდ,რუსმა მაღალჩინოსანმა მოხელემ “გულუხვი ქართველი რაინდი” გააწბილა და მას შემდეგი სიტყვებით უთხრა უარი საჩუქარზე: “ეს თოფი თქვენი ეროვნული სიამაყეა და თქვენ უფრო დაგმშვენდებათ მისი შენახვაო”; მესამე “საუკეთესო მასპინძელმა” ქართველმა,შოთა რუსთაველის უკვდავი ქმნილების – “ვეფხისტაყოსნის” უნიკალური ხელნაწერი უსახსოვრა საქართველოში სტუმრად მყოფ ფრანგ მოგზაურს,ბარონ დე-ბაის,თუმცა,საბედნიეროდ,საქმეში ჩაერია ექვთიმე თაყაიშვილი და გადაარჩინა კიდეც ასე ჰაიჰარად გამეტებული დიდებული ხელნაწერი უცხოტომელზე გაჩუქებას; მეოთხე “მამულიშვილმა” ქართველმა,”ვეფხისტყაოსნის” ერთი უსაჩინოესი ხელნაწერი,ამიერკავკასიის რუს გენერალ-გუბერნატორს – მიხეილ ვორონცოვს მიართვა ძღვნად.თუმცა,ღვთის შეწევნით,აღნიშნული ხელნაწერის დაბრუნება ძლივს მაინც მოხერხდა წლების გასვლის შემდეგ საქართველოში; რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მეხუთე “გონიერმა” ქართველმა,”ვეფხისტყაოსნის” გასაოცარი ხელნაწერებიდან უძვირფასესი მინიატურები ამოჭრა და ვიღაც სომეხ ჩარჩ-ვაჭარს მიჰყიდა (მოგვიანებით,ისიც დავიბრუნეთ); (ავტორი გენია.ჯი) მეექვსე “პატრიოტი” ქართველი კიდევ უფრო შორს წავიდა და ევროპაში მოინდომა “ვეფხისტყაოსნის” უნუკალური ხელნაწერის გაყიდვა,მაგრამ ამჯერად იმ ოჯახში ჩასიძებულმა ღვთისნიერმა ინგლისელმა ოფიცერმა არ დაანება უგუნურ ქართველს მისი გაყიდვა და მას ასე მიმართა: “ეგ ისეთი რამ გქონიათ,რომ ეროვნული სიამაყის საგანია და არ უნდა გაყიდოთო”; მეშვიდე “ამაგდარმა” ქართველმა,სოფელ ბორში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) ნაპოვნი,ცხენის გამოსახულებიანი და წარწერიანი ვერცხლის თასი კინაღამ ისევ დე-ბაის მიჰყიდა,მაგრამ აქაც “ძეგლის რაინდმა” – თაყაიშვილმა იმარჯვა და ისევ არ დაანება მისი გაყიდვა; მერვემ… მაგრამ კმარა…
საუბედუროდ,საქართველოში კვლავაც გასაკვირველ ზნეს იჩენენ რიგი ისეთი ქართველებისა,რომლებსაც უცხოელებისათვის არაფერი ენანებათ (არაფერი კი არა,რაც კი რამ კარგი მოეპოვებათ,ყველაფერი უცხოელებისათვის უნდათ!).სწორედ ამ მიზეთა გამოა მსოფლიოს უამრავ ცნობილ მუზეუმში წარმოდგენილი ქართველთათვის სანუკვარი უნიკალური ისტორიული,რელიგიური და კულტურული არტეფაქტები.ალბათ,აღნიშნული საკითხი ნებისმიერი ქართველისათვის ღირს ღრმად დაფიქრებად… (ავტორი გენია.ჯი)