გიორგი IV ლაშას ანდერძი
თავისი დის – რუსუდანის დასანიშნავად მყოფ საქართველოს მეფეს – გიორგი IV ლაშას (1192-1223 წლები),სიკვდილმა უცხო ქვეყანაში უწია.სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა,მასთან ის ქართველი დიდებულები მიიწვია,რომლებიც უცხოეთში თან ახლდნენ, და შემდეგი ანდერძი დაუტოვა:
“თქვენ,წარჩინებულთა საქართველოს სამეფოსათა.იცით და გახსოვთ წყალობა,სიუხვე და პატივი სანატრელისა,მეფეთა შორის ბრწყინვალისა,დედისა ჩემისა თამარისა.აგრეთვე იცის პატივი თქვენი დამაც ჩემმა რუსუდანმა.აწ გაფიცებთ წინაშე ღვთისა,რათა მეფედ ჰყოთ დაი ჩემი რუსუდან შემდეგად ჩემისა; ხოლო დასა ჩემსა რუსუდანს ვავალებ წინაშე ღვთისა (და ამის მოწმენი იქნებით თქვენ ყველანი),რათა აღზარდოს შვილი ჩემი დავით; ხოლო რა ჟამს ჰძლოს მეფობა და მხედრობა,შვილი ჩემი დავით მეფე ჰყოს, და იგი დაადგინეთ მეფედ,მემკვიდრედ მეფობისა ჩემისა”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. თუ როგორ “კეთილსინდისიერად” აღასრულა რუსუდანმა ძმის ანდერძი,კარგად ჩანს ლაშა-გიორგის ძის – დავითის უმძიმეს ცხოვრებისეულ ხვედრში,რომელშიც უდიდესი წვლილი სწორედ მამიდამისმა – რუსუდანმა დაიდო.