ალექსანდრე II – “ეპიზოდი”
სერბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე – ალექსანდრე კარაგეორგიევიჩი,იგივე ალექსანდრე II,ქვეყნიერებას 1945 წლის 17 ივლისს მოევლინა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ – ლონდონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში.ამაში ალბათ გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.კერძოდ,იუგოსლავიის უკანასკნელი მეფის პეტრე II კარაგეორგიევიჩის ერთადერთი ვაჟის დაბადების ადგილს (სასტუმროს ნომერს),გაერთიანებული სამეფოს ლეგენდარულმა პრემიერ-მინისტრმა – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილმა მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღით მიანიჭა იუგოსლავიის სამეფოს ტერიტორიის სტატუსი.აღნიშნული გადაწყვეტილება კი მიღებულ იქნა იმის გამო,რომ იუგოსლავიის კანონმდებლობით,ქვეყნის სამეფო ტახტის პრეტენდენტად არ მიიჩნეოდა ის პიროვნება,რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყო დაბადებული. (ავტორი გენია.ჯი)
სწორედ ამ მეთოდით შეუნარჩუნა უინსტონ ჩერჩილმა ალექსანდრეს სამეფო ხელისუფლებისაკენ სავალი გზა.დღესდღეობით,ალექსანდრე კარაგეორგიევიჩი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მდებარე სამეფო სასახლეში ცხოვრობს და იმედს არ კარგავს,რომ ოდესმე ქვეყანაში კვლავაც აღსდგება მონარქია,რაც ხელს შეუწყობს სერბეთის ერთიანობასა და სტაბილურობას.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ მონარქიის აღდგენას სერბეთში მხარს უჭერს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც. (ავტორი გენია.ჯი)