მანანა ჩიტიშვილი – “ჯვარცმა”

შაშვი გალობით

ქარგავდა სისხამს,

ჩემიც გალობდა

გული იმხანად

და მუხლის მოყრა

მართებდა ვისაც,

ამ გოლგოთაზე მან ამიყვანა.

* * *

უცხო ნათელი

მოდგა მისრეთით,

ქარი ვიდოდა

მთებზე ნებისად…

მე ჯვარცმული ვარ,

მაგრამ ისეთი,

გარდამოხსნა რომ

აღარ ეღირსა.

კომენტარის დატოვება