“დები სუნები”
“დები სუნები” – წარმოადგენდნენ იმ სამ ჩინელ ღვიძლ დას,რომელთა თითოეული წარმომადგენელი დაქორწინებული გახლდათ ისეთ გავლენიან ჩინელ პოლიტიკურ მოღვაწეებსა და უმდიდრეს ბიზნესმენზე,როგორებიც გახლდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და ჩინეთის რევოლუციური არმიის გენერალსიმუსი – ჩან კაიში,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი და “ერის მამად” წოდებული – სუნ იატსენი და კომუსტებამდე ეპოქის ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი (ბანკირი) და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი – კუნ სიანსი. (ავტორი გენია.ჯი)
აილინ სუნი (1890-1973 წლები) – დაქორწინებული გახლდათ კუნ სიანსზე და მას ჩინელი ხალხი – “ფულის მოყვარულს” უწოდებდა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მიუხედავად ასეთი ზედსახელისა,იგი აქტიურ საქველმოქმედო მოღვაწეობას ეწეოდა ჩინელი ბავშვების მიმართ.აილინ სუნი გარდაიცვალა ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში; ცინლინ სუნი (1893-1981 წლები) – რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა XX საუკუნის ჩინეთის ისტორიაში,დაქორწინებული გახლდათ სუნ იატსენზე და მას ჩინელი ხალხი მოიხსენიებდა,როგორც – “ჩინეთის მოყვარულს”.ეწეოდა აქტიურ საქველმოქმედო საქმიანობას.ხოლო მესამე და – მეილინ სუნი კი დაქორწინებული გახლდათ ჩან კაიშიზე და მას ჩინელი ხალხი – “ძალაუფლების მოყვარულად” მოიხსენიებდა.მას იმდენად დიდი ძალაუფლება გააჩნდა ჩინეთში,რომ 1943 წელს აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლის პატივიც კი ხვდა წილად.მეილინ სუნი,ჩინეთში კომუნისტების გამარჯვებისა და მათი რეჟიმის დამყარების შემდეგ,ჯერ ტაივანში გადავიდა,ხოლო შემდგომ კი ნიუ-იორკში (მანჰეტენზე) გადასახლდა,სადაც გარდაიცვალა კიდეც საკმაოდ ხანდაზმულ – 106 წლის ასაკში.
დები სუნები იმდენად გავლენიანი და მდიდარი ქალბატონები გახლდნენ ჩინეთის რესპუბლიკაში,რომ მათი ბიოგრაფიების მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა.გარდა ამისა, მათ შესახებ გადაღებული იქნა არა ერთი მხატვრული ფილმი,მათ შორის 1997 წელს გადაღებული გახმაურებული მხატვრული ფილმი – “დები სუნები”. (ავტორი გენია.ჯი)
დები სუნები
აილინ სუნი (კუნ სიანსის მეუღლე – “ფულის მოყვარული”)
ცინლინ სუნი (სუნ იატსენის მეუღლე – “ჩინეთის მოყვარული”)
მეილინ სუნი (ჩან კაიშის მეუღლე – “ძალაუფლების მოყვარული”)
კუნ სიანსი (უმდიდრესი ჩინელი ბანკირი და ჩინეთის რესპუბლიკის ექს-პრემიერ მინისტრი)
სუნ იატსენი (ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი)
ჩან კაიში (ჩინეთის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტი და გენერალსიმუსი)