იცით თუ არა,რომ
1. ევროპის ჩრდილოეთში მდებარე ფინეთის რესპუბლიკაში,ტრადიციული პური მზადდება ჭვავისაგან და სახელად – რეიკიალეიპია ეწოდება.
2. საბჭოთა გენსეკი – იოსებ სტალინი,მოხიბლული გახლდათ გენიალური ქართველი მოცეკვავის ილიკო სუხიშვილის ცეკვის ტალანტით,რის გამოც მას არაერთხელ შეუნიშნავს: “ეს ღმერთძაღლი რა განათლებულია ფეხებშიო”. (ავტორი გენია.ჯი)
3. დიდ ფრანგ მხედართმთავარსა და საფრანგეთის იმპერატორს ნაპოლეონ ბონაპარტს,განსაკუთრებით უყვარდა ბალახებში მიმალული იები.
4. ყველაზე ადრე,”რომეოსა და ჯულიეტას” შესახებ ლიტერატურული ნაწარმოები (პოემა),დაწერილი იქნა 1562 წელს დიდი ინგლისელი პოეტის – არტურ ბრუკის მიერ და აღნიშნული პოემის სახელწოდება გახლდათ – “რომეუსისა და ჯულიეტას ტრაგიკული ისტორია”.
5. დიდი ქართველი მამულიშვილი – ექვთიმე თაყაიშვილი, 1893 წელს დაქორწინდა ივანე პოლტარაცკის ქალიშვილზე – ნინოზე.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ექთიმეს სიმამრის პირველი ვაჟი (პირველი ქორწინებიდან) ილია,მონათლული გახლდათ საქართველოს ერვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის – ილია ჭავჭავაძის მიერ.
6. მექსიკის ესპანელი დამპყრობლისა და აცტეკების იმპერიის გამანადგურებლის – ერნან კორტესის ნეშტი რვაჯერ იქნა სხვადასხვა ადგილას გადასვენებული და დაკრძალული.დღესდღეობით,მისი საფლავის ადგილმდებარეობა მექსიკის ხელისუფლებას გასაიდუმლოებული აქვს (ცნობისათვის,კორტესის ანდერძის თანახმად,იგი დაკრძალული უნდა ყოფილიყო მექსიკაში,რაც აღსრულებული იქნა მისი გარდაცვალებიდან წლების გასვლის შემდეგ).
7. მზის სისტემის უდიდესი პლანეტის – იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრი – ელარა,აღმოჩენილი იქნა 1905 წლის 2 იანვარს არგენტინული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი ასტრონომის – ჩარლზ დილონ პერაინის მიერ.თუმცა,აღნიშნულ არალეგურალურ თანამგზავრს თავისი სახელწოდება,აღმოჩენიდან,მხოლოდ 70 წლის გასვლის შემდეგ – 1975 წელს მიანიჭეს.
7. ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი კუნგ ფუს ოსტატი და მსახიობი – ბრუს ლი,კინოვარსკვლავად ქცევამ ძალიან ამპარტავანი გახადა.სწორედ ამპარტავნობის შედეგია ის,რომ,როდესაც მას ვინმე ვერ იცნობდა,იგი თმებში სწვდებოდა ხოლმე და მთელი ხმით უყვიროდა: “მე ბრუს ლი ვარ,კინოვარსკვლავიო”.
8. ჩინეთის იმპერატორის ხილვა ჩვეულებრივი ადამიანებისათვის კატეგორიულად იყო აკრძალული.როდესაც იმპერატორი ავად გახდებოდა,მისი პირადი ექიმი დიაგნოზს,მხოლოდ და მხოლოდ იმპერატორის სუნთვითა და პულსით განსაზღვრავდა.
9. ადოლფ ჰიტლერმა,მის მიერ დაწერილ წიგნს,რომელსაც დღეს – “ჩემი ბრძოლის” სახელით ვიცნობთ,თავდაპირველად – “ოთხწელიწადნახევარი ბრძოლაში სიცრუესთან,სისულელსთან და სიმხდალეთან” უწოდა.თუმცა,აღნიშნული სახელწოდება შეცვლილი იქნა ნაცისტური გამომცემლობის დირექტორის – მაკ ამანის მიერ,რომლის რეკომენდაციითაც ეწოდა შემდგომში ჰიტლერის წიგნს სახელწოდებად – “ჩემი ბრძოლა”. (ავტორი გენია.ჯი)
10. შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი საღვთო რომის იმპერიის იმპერატორმა – ფრიდრიხ II შტაუფენმა (1194-1250 წლები),პირველად 15 წლის ასაკში იქორწინა.მისი რჩეული იმპერატორზე 15 წლით უფროსი (30 წლის) ქვრივი ქალი – კონსტანცია არაგონელი გახლდათ,რომელიც თავის მხრივ პირველად დაქორწინებული იყო უნგრეთის მეფე იმრეზე.