რედიარდ კიპლინგი – “დედაო ჩემო!”
თუ მიმიყვანეს სახრჩობელის ოდესმე ძელთან,
დედაო ჩემო!
დედაო ჩემო!
ო,ვიცი,მაშინ ვისი გულიც იქნება ჩემთან,
დედაო ჩემო!
დედაო ჩემო!
თუ ჩავიძირე შენი შვილი უდაბურ ზღვაში,
დედაო ჩემო!
დედაო ჩემო!
ო,ვიცი,ფსკერზე ვისი ცრემლიც მომძებნის წყალში,
დედაო ჩემო!
დედაო ჩემო!
თუ შემაჩვენეს და ჯვარს მაცვეს,ო,ვიცი,მაშინ,
ნუ იტყვი,ვიცი,ვისი ლოცვაც მომივა ცაში,
დედაო ჩემო!
დედაო ჩემო!