„დამაკვირდი”

1. „რატომ შეიწუხებს ბავშვი სწავლით თავს, როდესაც ხედავს თუ როგორ ფუფუნებაში ცხოვრობს ყოვლად უწიგნური”. – მუხრან მაჭავარიანი

* * *

2. „ვისაც თავისი მშობელი არ უყვარს, ის სხვებსაც ვერ შეიყვარებს. ვინც თავის პატარა ერს არ ემსახურება, ის ვეღარც კაცობრიობას გამოადგება. თავისი ქვეყნის სამსახურში მსოფლიოც გამოიხატება”. – აკაკი წერეთელი

* * *

3. „ქართველი ერის დევიზად თავის დღეში არ ყოფილა ქელვა, დათრგუნვა, დაბრიყვება, დამონება, მიწასთან გასწორება რომელსამე ერისა. ჩვენი ერის ხმალი მღელვარებდა მხოლოდ თავის თავისუფლების დაცვისათვის და დამოუკიდებლობის მოუსპობლობისათვის”. – იაკობ გოგებაშვილი

* * *

4. „ბრძენნი ამბობდნენ და ამბობენ, რომ საუკეთესო წყარო ადამიანის ბედნიერებისათვის მოსიყვარულე გულიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. „სხვისი დახასიათება არ შეუძლია არავის! – ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის დახასიათება ძალუძს, – ისიც მხოლოდ მაშინ, – სხვას როცა ახასიათებს იგი”. – ფრანსუა დე ლაროშფუკო

* * *

6. „ბოლო აქტი სისხლიანია, რაც უნდა მშვენიერი იყოს დანარჩენი კომედია. ბოლოს მაინც მიწას აყრიან თავზე და ასეა მუდამ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. „არ არსებობს ადამიანი, ვისაც ცრემლები მხოლოდ ერთ თვალზე მოადგება”. – მილორად პავიჩი

* * *

8. „სამშობლო არ არის  ოდენ მემკვიდრეობით წინაპრებისაგან ნაანდერძევი მიწა-წყალი, ჩვენგან მხოლოდ უცხო ტომთა შემოსევებისაგან რომ მოითხოვს დაცვას. ჩვენ ვიცით ან უნდა ვიცოდეთ, რომ სამშობლო არის ის, რაც იქმნება მუდმივად და შევინარჩუნებთ მხოლოდ კულტურითა და დიდი გარჯით”. – ანტონიო მაცადო

* * *

9. „თუ მარტო კარგად მყოფს გვიყვარს ღმერთი, მაშინ ღმერთი კი არა, საკუთარი თავი გვყვარებია”.

* * *

10. „კულტურას მუშაობა ქმნის”. – დავით სარაჯიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>