ექვთიმე თაყაიშვილი – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც უნიკალური ქართული საგანძური საფრანგეთიდან საქართველოში დააბრუნეს,1945 წლის 11 აპრილს თბილისის აეროპორტში დაეშვა პარიზიდან მომავალი თვითმფრინავი,რომლის ბორტზეც იმყოფებოდა ხანგრძლივ ემიგრაციაში იძულებით მყოფი დიდი ქართველი მამულიშვილი და “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად” წოდებული – ექვთიმე თაყაიშვილი.

ტრაპზედ მძიმედ დაეშვა გახუნებული პალტოთი შემოსილი დიდებული ქართველი მოხუცი,რომელმაც სამშობლოს მიწაზე ფეხის დადგმისთანავე მთრთოლვარე ხმით შემდეგი სიტყვები წარმოთქვა:

“ახლა შემიძლია ვთქვა,რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე”.

დასრულებულიყო წამება ქართული საგანძურებისა.

დასრულებულიყო წამება ექვთიმე თაყაიშვილისა.

ახლა უკვდავება იწყებოდა… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება