ჯოვანი და ვერაძანო – “ეპიზოდი”
ისტორიაში პირველი ევროპელი,რომელმაც ფეხი დაადგა თანამედროვე ნიუ-იორკის ტერიტორიაზე და გამოიკვლია ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპირო,გახლდათ საფრანგეთის მონარქის სამსახურში მყოფი იტალიელი მოგზაური - ჯოვანი და ვერაძანო (1485-1528 წლები).საინტერესოა ის გარემოება,რომ ნიუ-იორკის ტერიტორიაზე პირველი ფეხის დამდგმელი ევროპელი, 1528 წელს ანტილიის კუნძულებზე (გვადელუპას არქიპელაგი) მაცხოვრებელმა იმ ადგილობრივმა აბორიგენებმა შეჭამეს,რომლებშიც ერთობ გავრცელებული გახლდათ კანიბალიზმის ამაზრზენი ქმედებები. (ავტორი გენია.ჯი)