“ტემპლტონის პრემია” – (ეპიზოდი)
ამერიკული წარმომავლობის მქონე დიდმა ინგლისელმა მეწარმემ და ფილანთროპმა - სერ ჯონ მარქს ტემპლტონმა (1912-2008 წლები),თავისი უზარმაზარი ქონების დიდი ნაწილი რელიგიასა და მეცნიერებას შესწირა.მშობლიური შტატის ტენესის ქალაქ სიუანში 1972 წელს მისი საქველმოქმედო ინიციატივით დაარსებული იქნა ჯონ ტემპლტონის ფონდი,ტემპლტონის ბიბლიოთეკა და “ტემპლტონის პრემია”,რომელიც ყოველ წელიწადს გაიცემა იმ ადამიანებზე,რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი დაიდეს მეცნიერების განვითარებასა და მორალური კრიზისის წინაშე მდგარ მსოფლიოში რელიგიური სულის გაძლიერებაში.აღნიშნული პრემიის ლაურეატები თავის დროზე გახლდნენ ისეთი ცნობილი პერსონები,როგორებიც არიან – დედა ტერეზა,დესმონდ ტუტუ,ჩარლზ ტეილორი,სტენლი იაკი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებო და ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ “ტემპლტონის პრემიის” დამაარსებელმა კათოლიკე ფილანთროპმა – სერ ჯონ მარქს ტემპლტონმა,განსაკუთრეებით გაუსვა ხაზი იმას,რომ აღნიშნული პრემიის ლაურეატებისათვის გადასაცემად დაწესებული თანხა ყოველთვის უნდა აღემატებოდეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჯილდოს – “ნობელის პრემიის” მიერ ნობელინტთათვის გადასაცემ თანხას.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ “ტემპლტონის პრემიის” საპრიზო ფონდი დაარსების დღიდანვე,მუდმივად აღემატება “ნობელის პრემიის” საპრიზო ფონდს.მაგალითად,თუკი 2012 წელს ნობელიანტები 1,1 მილიონი ამერიკული დოლარით ჯილდოვდებოდნენ,”ტემპლტონის პრემიის” ლაურეატებს იმავე პერიოდში – 1 100 000 გირვანქა-სტერლინგით აჯილდოებდნენ,რაც გაცილებით დიდი თანხაა,ვიდრე 1,1 მილიონი ამერიკული დოლარი.მიუხედავად საპრიზო თანხის სიდიდისა,ჯერ-ჯერობით სერ ჯონ მარქს ტემპლტონის მიერ დაარსებული ყოველწლიური პრემია,პოპულარობით მაინც ვერაფრით გაუთანაბრდა შვედი გამომგონებლის – ალფრედ ნობელის მიერ დაარსებულ “ნობელის პრემიას”. (ავტორი გენია.ჯი)
სერ ჯონ მარქს ტემპლტონი