ჟილბერტ ჩარლზ სტიუარტი – “ეპიზოდი”
სამწუხაროა,თუმცა ფაქტია,რომ გენიალურად მოაზროვნე და უდიდესი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული კორიფეების სიცოცხლე უმეტესწილად,სავალალოდ აღესრულება ხოლმე.ასე იყო – გალაკტიონის,ვაჟა-ფშაველას,ალექსანდრე ყაზბეგის,ოგიუსტ როდენისა და სხვათა შემთხვევებში.თუკი გალაკტიონისათვის სახელმწიფომ პალტოსათვის შესაძენი თანხა ვერ გამოძებნა,”მოაზროვნე”-ს ქმნილების ავტორისათვის – როდენისათვის პარიზის მერიამ ისეთი ადგილიც კი ვერ გამოძებნა,სადაც ზამთრის საშინელ სიცივეებში შეაფარებდა დიდი მოქანდაკე თავს, და აკი იპოვნეს კიდეც ერთ-ერთი სახლის სხვენზე სიცივისაგან გარდაცვლილი ოგიუსტის ცხედარი.ანალოგიური ხვედრი ხვდა წილად ამერიკული სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ ფუძემდებელ ამერიკელ მხატვარს - ჟილბერტ ჩარლზ სტიუარტსაც (1755-1828 წლები).ეს სწორედ ის უდიდესი ამერიკელი პორტრეტისტია,რომლის ფუნჯსაც ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების ექვსი პრეზიდენტისა (მათ შორის – ჯორჯ ვაშინგტონის ცნობილი პორტრეტი) და ათასამდე ცნობილი ადამიანის პორტრეტის დახატვა.ჟილბერტმა,თავისი ცხოვრების უკანასკნელი ეტაპი ოჯახთან ერთად უკიდურეს სიღატაკეში გალია და როდესაც 72 წლის ასაკში აღესრულა,იმდენად დიდი ვალები დაუტოვა ოჯახს,რომ მისმა მეუღლემ და ქალიშვილებმა ჟილბერტის საფლავის შესაძენ ფულსაც კი ვერ მოუყარეს თავი.დახმარება აწ გარდაცვლილი გენიალური პორტრეტისტის ოჯახისათვის არც ქვეყნის ხელისუფლებას არ გაუწევია,რის გამოც აშშ-ის სახვითი ხელოვნების ფუძემდებელი ბოსტონ კომონში მდებარე ერთ-ერთ საერთო სასაფლაოზე სრულიად უსახელოდ იქნა დაკრძალული.საყურადღებოა ის ფაქტი,რომ დღესდღეობით,სტიუარტის მიერ შექმნილი ტილოები ამშვენებენ აშშ-ის ყველაზე ცნობილ მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებს. (ავტორი გენია.ჯი)