ჯონათან ედვარდი – “ეპიზოდი”
ნორთჰემპტონში დაბადებული ამერიკელი კონგრეგაციონალისტ-მქადაგებელი – ჯონათან ედვარდი (1703-1758 წლები),ეგრეთ წოდებული “დიდი გამოღვიძების” რელიგიური მოძრაობის ეპოქის უდიდეს ღვთისმეტყველად და მქადაგებლად არის მიჩნეული.მას გააჩნდა შესანიშნავი უნარი,თავისი გამოსვლების დროს მასის ეგზალტირებისა,რაც არაერთხელ დაუმტკიცებია კიდეც.ჯონათანის აღნიშნული თვისება,ყველაზე კარგად 1741 წლის 8 ივნისს გამოვლინდა.ამ დღეს,ჯონათან ედვარდმა ენფილდში წარმოსთვა გამაოგნებელი და მეტად ამაღელვებელი საჯარო სიტყვა – “ცოდვილები განრისხებული ღვთის ხელში”.მისმა საჯარო ქადაგებამ ღვთის რისხვის შესახებ,იმდენად დიდი შოკი და შიში გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში,რომ მრავალი მსმენელი უგონო მდგომარეობაში და კრუნჩხვებშიც კი ჩააგდო.ხოლო ისინი,ვინც კრუნჩხვებსა და უგონო მდგომარეობას გადაურჩნენ,საშინელი ყვირილის ფონზე ტოვებდნენ ჯონათანის საოცრად ამაღელვებელ ქადაგებას ღვთის რისხვის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი)
მოგვიანებით,დიდ ამერიკელ კონგრეგაციონალისტ-მქადაგებელ – ჯონათან ედვარდს,თავისი ცნობილი ლექსი მიუძღვნა გენიალურმა არგენტინელმა პროზაიკოსმა და პოეტმა – ხორხე ლუის ბორხესმა. (ავტორი გენია.ჯი)