სახვითი ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთ ყველაზე დიდი ძარცვა აშშ-ის ისტორიაში…
1990 წლის 18 მარტს პოლიციის ფორმებში გადაცმულმა მძარცველებმა აშშ-ის ქალაქ ბოსტონში განთავსებული “იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმი” გაძარცვეს,რა დროსაც ამ უნიკალური ექსპოზიციების მქონე კერძო სახვითი გალერეიდან გატანილი იქნა 13 შედევრი-ტილო და ჩინური ფაიფურისაგან დამზადებული რამდენიმე ძვირადღირებული ჭურჭელი.მათ შორის ისეთი გენიალური მხატვრების ქმნილებები,როგორებიც გახლდნენ – რაფაელ სანტი,ტიციანი,იან ვერმეერი,რემბრანდტი,ედუარდ მანე,ედგარ დეგა და ჰოვარდ ფლინკი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული მუზეუმის ძარცვა დღემდე მიჩნეულია აშშ-ის ისტორიაში სახვითი ხელოვნების ნიმუშების ერთ-ერთ ყველაზე დიდ ძარცვად. (ავტორი გენია.ჯი) 1903 წელს დიდი ამერიკელი ფილანთროპის – იზაბელა სტიუარტ გარდნერის (1840-1924 წლები) მიერ დაარსებული მუზეუმიდან გატაცებული გახლდათ შემდეგი შედევრები: იან ვერმეერის – “კონცერტი”,ტიციანის – “ევროპის მოტაცება”,ჰოვარტ ფლინკის – “პეიზაჟი ობელისკთან”,ედუარდ მანეს – “ჩეზ ტორტონი” და სხვა.რაც ყველაზე ნიშანდობლივია,გახლავთ ის,რომ გატაცებულ ტილოებში იმყოფებოდა რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის სამი ტილო - “ავტოპორტრეტი”,”ლედი და ჯელტმენი შავებში” და რემბრანდტის ერთადერთი სურათი ზღვის პეიზაჟით.
აღნიშნული დანაშაული აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ გახსნილი იქნა ძარცვიდან 23 წლის გასვლის შემდეგ.მიუხედავად იმისა,რომ დადგენილი და დაკავებული იქნენ შედევრების გამტაცებლები,დღემდე მაინც ვერაფრით მოხერხდა სურათების ადგილმდებარეობის დადგენა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ქვემოთ განთავსებულია სურათები,რომლებიც 1990 წლის 18 მარტს იქნა გატაცებული “იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმიდან”.
რემბრანდტის ერთადერთი ტილო,რომელზეც ასახულია ზღვის პეიზაჟი
რემბრანდტი – “ლედი და ჯელტმენი შავებში”
ტიციანი – “ევროპის მოტაცება”
ჰოვერტ ფლინკი – “პეიზაჟი ობელისკთან”
ედუარდ მანე – “ჩეზ ტორტონი”
რემბრანდტი – “ავტოპორტრეტი”
იან ვერმეერი – “კონცერტი”
”იზაბელა სტიუარტ გარდნერის მუზეუმი”