პირველი ფონოგრაფის სკანდალური პრეზენტაცია პარიზში – “ეპიზოდი”

1878 წლის 11 მარტს პარიზში განთავსებულ “საფრანგეთის აკადემიაში” დიდი ამერიკელი გამომგონებლისა და მეწარმის – ტომას ალვა ედისონის მიერ ახლად გამოგონებული მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყოს - ფონოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა. (ავტორი გენია.ჯი) ინოვაციური ხელსაწყოს დემონსტრირებას ფრანგი მეცნიერების წინაშე,ედისონის უნგრელი თანამშრომელი და ინჟინერი – ტივადარ პუშკაში აწარმოებდა (ცნობისათვის,ტივადარი,პირველი სატელეფონო სადგურის შემმუშავებელი სწავლული გახლდათ).იგი,პარიზში მიწვეული იქნა ედისონის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ფრანგი ფიზიკოსის – თეოდორ დიუ მონსელის მიერ.

როდესაც ფონოგრაფის პრეზენტაცია დაიწყო და იმ პერიოდისათვის ჯერ კიდევ უცნობი ხელსაწყოდან ადამიანის ხმა გაისმა,ყველასათვის მოულოდნელად სავარძლიდან წამოიჭრა ფილოლოგიის ფრანგი პროფესორი – ჟან ბუიარი და განრისხებულმა,პრეზენტაციის ორგანიზატორთან დიუ მონსელთან მიიჭრა,სწვდა მას საყელოში და რამდენჯერმე ხმამაღლა გაუმეორა: “ნაძირალავ! როგორ ფიქრობთ,ჩვენ მოგცემთ იმის საშუალებას,რომ ამ ვენტროლოგს აბუჩად ავაგდებინებთ თავს? როგორ შეძელით დაგეჯერებინათ იმ ყალთაბანდისათვის,რომელიც გარწმუნებთ იმაში,რომ ამ რკინის ყუთს შეუძლია ადამიანის კეთილშობილური ხმების გამოცემა?”

საბედნიეროდ,ჟან ბუიარის დამშვიდება კოლეგებმა მოახერხეს და მას ხელიდან გამოსტაცეს თეოდორ დიუ მონსელი.თუმცა პრეზენტაციაზე მომხდარ სკანდალს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფრანგულ პრესასა და მედიაში. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>