სივათერიუმი
სივათერიუმი – წარმოადგენს ჟირაფისებრთა ოჯახის ამამოწყდარ ძუძუმწოვარა ცხოველთა სახეობას,რომელიც დედამიწაზე გავრცელებული გახლდათ პლიოცენისა (დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის უკანასკნელი ეპოქა,რომელიც დაიწყო 5,332 მილიონი წლიწ წინათ და დასრულდა 2,588 მილიონი წლის უკან) და გვიანი პლეისტოცენის (დედამიწის ისტორიის მეოთხეული პერიოდის შუა ეპოქა) ეპოქებში. (ავტორი გენია.ჯი) ისინი გავრცელებული იყვნენ აფრიკის კონტინენტიდან აღმოსავლეთ აზიამდე (განსაკუთრებით ინდოეთში) და ევროპის სამხრეთში.სივათერიუმები დიდი წყვილჩლიქოსნების რიგის ცხოველები გახლდნენ.მათი ნიდაოს (რიგი ცხოველების სიმაღლის დადგენის სტანდარტული ადგილი) სიმაღლე 3 მეტრი იყო.ფეხები და კისერი შედარებით წაგრძელებული ფორმების გააჩნდათ,თუმცა მათი ნაშთების (თავის ქალისა და კბილების) კვლევებისას დადგენილი იქნა,რომ სივათერიუმები ძალიან ახლოს იდგნენ ფიზიკური მონაცემებით ანტილოპებთან.გააჩნდათ მასიური თავი და ორი წყვილი რქა.წინა კონუსური ფორმის მქონე რქები უკანა რქებთან შედარებით პატარა მოცულობის გააჩნდათ,ხოლო უკანა რიგის რქები ერთგვარად ჩამოჰგავდა თანამედროვე ლოსების რქებს.კანი,ისევე,როგორც სხვა ჟირაფისებრებს,დაფარული ჰქონდათ ბეწვით.სივათერიუმები მშრალი კლიმატის მქონე სავანებს ეტანებოდნენ.იკვებებოდნენ სხვადასხვა სახეობის ბალახებით,ბუჩქებითა და ხის ფოთლებით.პირველი ნეშთი სივათერიუმისა აღმოჩენილი იქნა სივალიკის მთებში (ჰიმალაი),რის გამოც სპეციალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს,რომ მისი სახელწოდება (“მხეცი სივალიკიდან”),სწორედ იმ მთისაგან უნდა მომდინარეობდეს.თუმცა,მეორე ვერსიის თანახმად,სახელწოდება – სივათერიუმი მომდინარეობს ინდუისტური ღვთაებისაგან – შივასაგან და სიტყვასიტყვით – “შივას მხეცს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი)