იშტვან დანკო – “ეპიზოდი”
იშტვან დანკო (1858-1903 წლები) – წარმოადგენდა ბოშური წარმომავლობის მქონე დიდ უნგრელ მევიოლინესა და კომპოზიტორს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი შემოქმედების განსაკუთებული თაყვანისმცემელი გახლდათ ავსტრიის იმპერატორი – ფრანც იოზეფ I.ერთ დღეს,ავსტრიის იმპერატორი სპეციალურად ჩავიდა და დაესწრო დანკოს მშობლიურ ქალაქ სეგედში იშტვანის მიერ გამართულ კონცერტს და იმდენად მოიხიბლა მისი მუსიკალური კომპოზიციებით,რომ კონცერტის დასრულების შემდეგ საყვარელ მუსიკოსს საჩუქრად ოქროს ძვირადღირებული სამკაულები უსახსოვრა.აღნიშნული სამკაულები,მოგვიანებით,იშტვანმა გაყიდა და აღებული ფულით სახლი შეისყიდა.აღნიშნულ კომპოზიტორზე და მევიოლინეზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ იშტვან დანკო ერთადერთი ბოშა მუსიკოსი გახლავთ დღემდე მსოფლიოში,რომელსაც 1912 წელს,მოქანდაკის მარგო ედეს ავტორობით ძეგლი დადუდგეს მშობლიურ ქალაქ სეგედში. (ავტორი გენია.ჯი)
იშტვან დანკოს ძეგლი სეგედში