წმინდა ლუციფერის შესახებ…
თანამედროვე იტალიის შემადგენლობაში მყოფი სარდინიის კუნძულზე მდებარე ქალაქ კალიარის ეპისკოპოსს IV საუკუნეში წარმოადგენდა - ლუციფერ კარალიტანელი,რომელიც განსაკუთრებულად აქტიურ ბრძოლას ეწეოდა იმ არიანელობის წინააღმდეგ,რომელმაც თავის მხრივ უდიდესი განხეთქილება შეიტანა არა მარტო ქრისტიანულ წრეებში,არამედ იმ პერიოდის ბიზანტიურ საზოგადოებაშიც.რომის იმპერატორი კონსტანციუს II თავის სიმპატიას არიანელების მიმართ არ მალავდა,რამაც კალიარის ეპისკოპოსი ლუციფერი მასთან ძალიან დააპირისპირა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ თავდაპირველად,იგი სირიაში იქნა გაძევებული.მოგვიანებით კი,პალესტინასა და თებესაც შეაფარა თავი და არც იქიდან ერიდებოდა კონსტანციუსის მისამართით თავისი უმძაფრესი დამოკიდებულების გამოხატვას წერილობითი სახით.კონსტანციუს გარდაცვალების შემდეგ,რომის იმპერიის სამეფო ტახტზე იულიანე განდგომილი ავიდა და ლუციფერს 362 წელს უფლება მიეცა სამშობლოში დაბრუნებულიყო. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,კალიარელი ეპისკოპოსი მაინც არ შერიგებია არანელებს და კვლავაც ფანატიკურად იცავდა თავის რელიგიურ შეხედულებებს.მალევე,ლუციფერი განკვეთილი იქნა ეკლესიიდან,თუმცა მანამდე მან მაინც მოახერხა მცირერიცხოვანი თანამოაზრეების ირგვლივ შემოკრება.მათ,წმინდა იერონიმი – “ლუციფერიანელებად” მოიხსენიებდა.აღნიშნულმა სექტამ V საუკუნემდე იარსება.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ლუციფერიანელებს განსაკუთრებული უთანხმოება გააჩნდათ მართლმადიდებლებთან.კალიარის ყოფილი ეპისკოპოსი – ლუციფერ კარალიტანელი გარდაიცვალა 370 წელს.მოგვიანებით,იგი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 20 მაისი დაადგინა.ასე რომ,ლუციფერის სახელს არა მარტო ქრისტესაგან განდგომილი ანგელოზი (სატანა) ატარებდა,არამედ კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ ერთ-ერთ ეპისკოპოსსაც – ლუციფერი ერქვა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,იტალიის ქალაქ კალიარიში დღემდე ფუნქციონირებს – წმინდა ლუციფერის სახელობის კათოლიკური ეკლესია.
ქალაქ კალიარიში მდებარე – წმინდა ლუციფერის სახელობის ეკლესია