გივი ალხაზიშვილი – “შენ რომ ხარ”

გზად ყოველ ნაბიჯზე ხიფათი მიხტება,

შარს ხომ უშრომელად ვიძენ.

და მაინც მტკიცედ ვარ,არ ვიტეხ იხტიბარს,

დღეს შენი სიშორე სულ ახლოს ვიგრძენ.

* * *

ეს დრო უმიზეზოდ აღარ მოდის

და ცდილობს სულში შეცოცებას,

დღეები დილიდან საღამომდი

თვალსა და ხელს შუა მეძონძება.

* * *

მე ჩემზე მეტად,უცნობი მეცოდება,

იგი ხომ ყოველთვის ჩემშია,

უცხოსაც მოყვასი ეწოდება

და ის არავისში შემშლია…

* * *

სიშორის სიახლოვე დღესავით -

შანსია სურვილის ახდენის,

შენ რომ ხარ,აქ რომ ხარ,ეს არის

ჩემი სიყვარულის საყრდენი.

კომენტარის დატოვება