ალექსანდრე მაკედონელი – “ეპიზოდი”

მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მხედართმთავრთს,სამხედრო სტრატეგსა და ტაქტიკოსს - ალექსანდრე III დიდს (მაკედონელს),ერთ დღეს მეგობარი,სახელად – პერილოსი ეწვია.მათ შორის გამართული საუბრიდან გაირკვა,რომ პერილოსი ქალიშვილს ათხოვებდა,თუმცა იმისათვის რომ იგი გაემზითვებინა,ფული არ გააჩნდა.პერილოსმა ალექსანდრეს თავისი ქალიშვილის გასამზითვებლად საჭირო თანხა სთხოვა.მაკედონელმა მეგობრის თხოვნა დიდი გულისყურით მოისმინა და პერილოსს უზარმაზარი თანხა – 50 ტალანტი შესთავაზა.ესოდენ დიდი თანხა,პერილოსს ნამდვილად არ ესაჭიროებოდა თავისი მიზნის განსახორციელებლად,რის გამოც ალექსანდრეს მოკრძალებით უთხრა: “მეფეო,ათი ტალანტიც სრულიად საკმარისი იქნებაო”,თუმცა,იმ დროისათვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიოს დამპყრობელმა,მეგობარს ასეთი პასუხი გასცა: “საკმარისია შენთვის,რომ აიღო,მაგრამ არ არის საკმარისი ჩემთვის,რომ გავცეო” და ქვეშევრდომებს,მეგობრისათვის 50 ტალანტის გადაცემა უბრძანა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>