პიროს ეპიროსელი – “ეპიზოდი”
რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ მებრძოლ ეპიროსისა და მაკედონიის მეფეს - პიროს ეპიროსელს (ძვ.წ.აღ-ით 318-272 წლები),რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული საყოველთაოდ ცნობილი ფრაზეოლოგიზმური გამონათქვამი – “პიროსის გამარჯვება” (ბრძოლაში მოპოვებული ისეთი გამარჯვება,რომელშიც მიღებულმა უდიდესმა მსხვერპლმა გააბათილა მოწინააღმდეგეზე მოპოვებული უპირატესობა),თავის ვაჟებმა ერთ დღეს ჰკითხეს,თუ ვის დაუტოვებდა სამეფოს,რაზეც მან შემდეგი პასუხი გასცა: “სამეფოს დავუტოვებ იმას,ვისაც ყველაზე უფრო ბასრი მახვილი ექნებაო”.რომაელთა წინააღმდეგ გადახდილი ერთ-ერთი უმძიმესი ბრძოლის შემდეგ,რომელიც მისი არმიის გამარჯვებით დასრულდა,ცნობილი გახდა,რომ პიროსს თავისი არაერთი ვაჟი და მხედართმთავარი მოუკლეს.ამ საზარელმა ინფორმაციამ,პიროსი შეაძრწუნა და თავის თანამებრძოლებს ერთმნიშვნელოვნად განუცხადა: “კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება რომაელებზე და უკვე ჩემი სიკვდილის ჯერიც დადგებაო”.საინტერესოა ის გარემოება,რომ მიუხედავად რომაელებზე უამრავი გამარჯვების მოპოვებისა,პიროს ეპიროსელი ისე აღესრულა,რომ თავის დაუძინებელ მტერთან ომში,საბოლოოდ მაინც დამარცხებული გამოვიდა. (ავტორი გენია.ჯი)