მარკუს პორციუს კატონის (უფროსის) მოსაზრებები…
1. ”შური არ ეკარება მას,ვინც ხარობს ბედნიერებით ზომიერად და მართებულად,რამეთუ შურთ ჩვენი კი არა,არამედ იმისი,რაც ჩვენ გარშემოა”.
2. “კარგი საქმეები გამუდმებით უნდა ივსებოდეს კარგი საქმეებით,რათა არ მინავლდეს კეთილი სახელი”. (ავტორი გენია.ჯი)
3. ”საზოგადოებას ექიმის დანა და ძლიერ გამწმენდი წამალი სჭირდება,სწორედ ამიტომ ხალხმა ის კი არ უნდა აირჩიოს,ვინც მას უფრო ესათნოება,არამედ ის,ვინც უფრო უდრეკია”.
4. “ვინც სერიოზულია სასაცილო საქმეებში,მაშინ ის სასაცილო იქნება სერიოზულ საქმეებში”.
5. “სიბერე ისედაც უსახურია,არ არის საჭირო მისი უფრო გაუსახურება”.
6. “გონგადასულის მრისხანება ხანმოკლეობით გამოირჩევა”.
7. “ვინც პატივდებულს სიქველის ხალისს უკარგავს,ის ახალგაზრდებს უკარგავს სიქველის ხალისს”.
8. “ადამიანს უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს: ის ხომ თავის თავს ვერასგზით გაექცევა”. (ავტორი გენია.ჯი)
9. “მბრძანებელთაგან უარესია ის,ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის ფლობა”.
10. “ძნელია ესაუბრო სტომაქს,რომელსაც სასმენელი არ გააჩნია”.