სციპიონ აფრიკელი (უმცროსი) – “ეპიზოდი”
როგორც უამრავი ისტორიული წყარო მოწმობს,ლეგენდად ქცეულ ერთ-ერთ უდიდეს რომაელ მხედართმთავარს,პოლიტიკურ მოღვაწესა და რომის იმპერიის დაუძინებელი მტრის - კართაგენის გამანადგურებელს – პუბლიუს კორნელიუს ემილიანუს სციპიონ აფრიკელს (ძვ.წ.აღ-ით 185-129 წლები),თავისი ცხოვრების ორმოცდათოთხმეტი წლის განმავლობაში არც არაფერი უყიდია და არც არანაირი დოვლათი არ დაუგროვებია.მას შემდეგ,რაც მან კართაგენი აიღო,თავის მებრძოლებს დაურიგა ისეთი ნადავლი,როგორიც არ დაურიგებია არც ერთ მთავარსარდალს.თავად კი,როდესაც გარდაიცვალა,მხოლოდ და მხოლოდ 33 გირვანქა ოქრო და 2 გირვანქა ვერცხლი დაუტოვა თავის შთამომავლობას.ერთ-ერთი ლაშქრობისას,სციპიონმა რომის სახალხო ტრიბუნს – მემნიოსს საპალნეში ფერიკლეონის მიერ დამზადებული ძვირფასი ქვებით მოჭედილი უნიკალური თასები უპოვნა.რომაელი სახალხო ტრიბუნის საპალნეში ნაპოვნმა განძმა და ხარბმა ქმედებამ დიდი რომაელი მხედართმთავარი ერთობ გააკვირვა და გაანაწყენა.მის წინაშე მორცხვად თავდახრილ მემნოსს კი,ყოველგვარი სიმდიდრის მიმართ ერთობ გულგრილად განწყობილმა სციპიონმა ასე მიმართა: “ჩემთვის და ჩემი სამშობლოსათვის მთელი თვე აღარ ივარგებ,ხოლო შენივე თავისთვის კი – მთელი სიცოცხლეო”. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. სციპიონ აფრიკელის მიმართ უდიდეს მოწიწებასა და პატივისცემას იჩენდნენ არა მარტო მისი საქმეებით აღფრთოვანებული ადამიანები,არამედ მოწინააღმდეგეებიც კი.მისმა ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა კრიტიკოსმა – კეკილიოს მეტელოსმა,როდესაც სციპიონის გარდაცვალების ამბავი შეიტყო,დამწუხრებულმა,თავის ვაჟებს შემდეგი სტყვით მიმართა: “ღმერთებმა რომს უდიდესი მადლი მოჰფინეს,სციპიონი რომ აქ დაიბადა და არა სხვაგანო”. (ავტორი გენია.ჯი)