გაიუს მარიუსი – “ეპიზოდი”
რომის სამხედრო რეფორმის ავტორის,გენერლისა და შვიდგზის კონსულის - გაიუს მარიუსის (ძვ.წ.აღ-ით 157-86 წლები),გარყვნილებითა და ამაზრზენი ქმედებებით სახელგანთქმულმა ბიძაშვილმა – ლუსიოსმა,რაოდენ შემზარავი და გამაოგნებელიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ ერთ-ერთი თავისი ახალგაზრდა რომაელი მეომრის – ტრებონიოსის გაუპატიურება განიზრახა.მოძალადე ლუსიოსი,თავისი უკიდურესად აღმაშფოთებელი მცდელობისას,შეურაცხყოფილმა და განრისხებულმა ახალგაზრდა რომაელმა მამაკაცმა სიცოცხლეს გამოასალმა.მარიუსის ბიძაშვილის მკვლელი დააკავეს.დაკითხვისას იგი ადასტურებდა არა მხოლოდ იმას,რომ სწორედ მან მოკლა ბილწი ლუსიოსი,არამედ განმარტავდა მკვლელობის ჩადენის ნამდვილ მოტივსაც (აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ტრებონიოსს თავისი სიმართლის დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულებიც გააჩნდა).მას შემდეგ,რაც ტრებონიოსი გაიუს მარიუსთან მიიყვანეს,მის სიმართლეში ღრმად დარწმუნებულმა რომაელმა კონსულმა ბრძანა,რომ მისთვის გვირგვინი მიეტანათ.მას შემდეგ,რაც მარიუსს გვირგვინი მიართვეს,იგი ფეხზე წამოდგა,ტუსაღს მიუახლოვდა,გვირგვინი თავზე დაადგა და საჯაროდ წარმოთვა,რომ მისი ბიძაშვილის მკვლელი ტრებონიუსი ჭეშმარიტად იმსახურებდა “გვირგვინს,საკუთარი ღირსების ღირსეულად დაცვისათვის”,რის შემდეგაც იგი პატიმრობიდან დაუყონებლივ იქნა განთავისუფლებული თავად მარიუსისვე ბრძანებით. (ავტორი გენია.ჯი)