მარკუს ტულიუს ციცერონი – “ეპიზოდი”
ძველი რომის ერთ-ერთ უდიდეს მჭერმეტყველად აღიარებულ რომაელ ადვოკატს,პოლიტიკურ მოღვაწესა და კონსულს – მარკუს ტულიუს ციცერონს (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები),მუდმივად კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა ქარაფშუტობით და გაუტანლობით სახელგანთქმული ერთ-ერთი თავისი კოლეგა (კონსული),რომაელი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი – კვინტუს ცეცილიუს მეტელოს ნეპოტოსი (ძვ.წ.აღ-ით 135-55 წლები).იგი ციცერონს სხვა უამრავ ბრალდებებთან ერთად,ადანაშაულებდა იმაშიც,რომ სასამართლოებზე მოწმედ გამოსვლისას უფრო მეტი ადამიანი დაღუპა,ვიდრე იხსნაო.გენიალური ორატორი,მეტელოს ნეპოტისის ღვარძლიან გამოსვლებს დიდ ყურადღებას არ აქცევდა,თუმცა უპასუხოდ მაინც არ ტოვებდა.მას შემდეგ,რაც მეტელოს ნეპოტოსის რიტორიკის მოძღვარი – დიოდოტოსი გარდაიცვალა,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მის საფლავზე ყოფილმა მოწაფემ ქვითნაკეთი ყვავის ქანდაკება დადგა.როდესაც ეს ინფორმაცია ციცერონისთვისაც ცნობილი გახდა,მან ირონიულად შენიშნა: “ასეც მოუხდება,რადგან მან მეტელოსს ლაპარაკის ნაცვლად ჩხავილი ასწავლაო”. (ავტორი გენია.ჯი)