გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი ნადიმობის დროს,რომელსაც ძველი რომის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე და რომის დიქტატორი - გაიუს იულიუს კეისარი (ძვ.წ.აღ-ით 100- 44 წლები) მართავდა,საუბარი სიკვდილის იდუმალ საკითხებზე ჩამოვარდა.სხვადასხვა შეხედულებების დაფიქსირების შემდეგ,ბაასი იმაზე გაგრძელდა,თუ როგორი სიკვდილი იყო ყველაზე სასურველი და საუკეთესო.აღნიშნული შეკითხვით თანამეინახეებმა კეისარსაც მიმართეს.იულიუსი დასმულ შეკითხვაზე არც კი დაფიქრებულა,ისე უპასუხა – “მოულოდნელიო”. (ავტორი გენია.ჯი)