აგასიკლესი – “ეპიზოდი”

ბრძენკაცთა შესმენის მოყვარულ სპარტის ავრიპონტიდების მოდგმის ლეგენდარულ მეფეს - აგასიკლესს,რომელიც სავარაუდოდ ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში მოღვაწეობდა,ერთ დღეს თავისმა ქვეშევრდომმა ჰკითხა:

 - შესაძლებელია თუ არა მბრძანებელმა მცველების გარეშე უსაფრთხოდ მართოს თანამოქალაქეები?

- ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი,თუ მბრძანებელი ისე მოეპყრობა თავის თანამოქალაქეებს,როგორც მამა ეპყრობა საკუთარ შვილებს, – უპასუხა დასმულ შეკითხვაზე სიბრძნის მოყვარულმა აგასიკლესმა ცნობისმოყვარე ქვეშევრდომს.

კომენტარის დატოვება