მენიპოს გადარელის ფილოსფიიდან…
“ადამიანთა ცხოვრება ჰგავს ერთ დიდ საზეიმო მსვლელობას,რომლის გამგებელი და მბრძანებელი – ბედი – მოზეიმეთ სხვადასხვაგვარ,ჭრელ-ჭრელ სამოსს ურიგებს.ვიღაცას,ვინც შემთხვევით მოხვდება,მეფურად მორთავს,ტიარას დაადგამს,მცველებს მიუჩენს და თავს დიადემით შეუმკობს,სხვას კი მსახურის სამოსს გადასცემს.ერთს სილამაზით მოკაზმავს,მეორეს კი უშნოდ და სასაცილოდ გამოაწყობს,მე მგონი,იმისათვის,რომ სანახაობა მრავალფეროვანი გამოვიდეს.ხშირად შუა ზეიმის დროს ზოგიერთს სამოსს შეუცვლის და არ დაამთავრებინებს ისე,როგორც თავიდან იყო დადგენილი.ხოლო როცა ზეიმი დამთავრდება,თითოეული უბრუნებს სამოსელს,იშორებს მორთულობას სხეულთან ერთად,ისეთი ხდება,როგორიც თავდაპირველად იყო და არაფრით განსხვავდება მეზობლისაგან.ზოგიერთნი უვიცნი და უმეცარნი,ბედი ტანსაცმელს რომ მოითხოვს,აღშფოთდებიან და ბრაზობენ,თითქოს ვინმე მათ საკუთრებას ართმევდეს და არ სურთ დააბრუნონ ის,რაც მათ ცოტა ხნით ერგებოდათ”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ისინი,ვინც სიმდიდრის უგულვებელყოფას ქადაგებენ,თვითონ მთლიანად მას ემონებიან – სარგებელზე დავობენ,გასამრჯელოსათვის მასწავლებლობენ და ფულის გულისათვის ყველაფერს ითმენენ; ვინც სახელსა და დიდებას უარყოფს,მის მოსაპოვებლად ყველაფრის თქმა და გაკეთება შეუძლიათ,დაბოლოს,ყველა,ვინც სიამოვნებას გმობს,თვითონ მალულად მხოლოდ მას ეწაფება”. (ავტორი გენია.ჯი)