“დამაკვირდი”
1. “ ”საუკეთესოა ის ოჯახი,სადაც არც ფუფუნება იგრძნობა და არც აუცილებელის ნაკლებობა”. – პიტაკოსი
2. “ის არის კარგი სახელმწიფო,სადაც ღირსებისამებრ ფასდება სიქველე,იგმობა მანკიერება,ხოლო დანარჩენებს მიეგება დამსახურებით”. – ანაქარსისი
3. “იმ სახელმწიფოში,სადაც მოსახლეობა არც მეტისმეტად მდიდარია და არც ღარიბი,სადაც კანონი ძლიერია,უკანონობა კი – უძლური,ყველაზე უსაფრთხოდ ცხოვრობენ მოქალაქეები”. – ლეონი (ავტორი გენია.ჯი)
4. “სხვა ადამიანთა უბედურების ხილვა იმიტომ გვსიამოვნებს,რომ ჩვენ ეს უბედურება აგვცდა”. – სიუზენ ზონტაგი
5. “ფულიან ღარიბად მინდა ვცხოვრობდე”. – პაბლო პიკასო
6. “უმჯობესია მტერი გონებით დაამარცხო,ვიდრე – ძალით”. – არქიმადოსი
7. “უმჯობესია ლაშქრობიდან მრავალნი დაბრუნდნენ ვერცხლით,ვიდრე მცირენი – ოქროთი”. – მარკუს პორციუს კატონი (უფროსი)
8. “ახალგაზრდებო,ყური დაუგდეთ ისეთ მოხუცს,რომელსაც ახალგაზრდობაში თავად მოხუცები უსმენდნენ”. – ოქტავიანე ავგუსტუსი
9. “ყოვლად უბადრუკი ცხოველიც კი გააფთრებით იცავს თავს იმის წინააღმდეგ,ვისაც მისი დაჩაგვრა სურს.ადამიანს კი რა შეჰფერის,თავად განსაჯეთ!” – აგესილაოსი (ავტორი გენია.ჯი)
10. “ვისაც სურს მრავალი ხალხის მბრძანებელი იყოს,მრავალსაც უნდა შეებრძოლოს”. – აგისი