ლინჩი – “გახანგრძლივებული არაადამიანური სიკვდილი,ნელი ეგზეკუცია”
ლინჩი (სიტყვასიტყვით აღნიშნავს – “გახანგრძლივებულ არაადამიანურ სიკვდილს,ნელ ეგზეკუციას”) – აღმოსავლეთ აზიაში მდებარე ჩინეთში საუკუნეების მანძილზე (შუა საუკუნეებსა და ცინის დინასტიის მმართველობისას) წარმოადგენდა რიგ დანაშაულებებში მსჯავრდებული ადამიანების განსაკუთრებული სისასტიკითა და წამებით სიკვდილით დასჯის ერთ-ერთ ყველაზე ამაზრზენ და სულისშემძვრელ ფორმას.ჯალათები საჯაროდ,სიკვდილმისჯილ მსხვერპლს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფრაგმენტებად მანამ აჭრიდნენ ბასრი დანებით ხორცს,სანამ ის სულს არ განუტევებდა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის,რომ აუტანელი ტკივილისაგან სიკვდილმისჯილს გონება არ დაეკარგა და წამებაც გახანგრძლივებულიყო,მას ოპიუმის (ნარკოტიკების) ზემოქმედების ქვეშ ამყოფებდნენ.ლინჩით ჩინეთში ისჯებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები,რომლებსაც ბრალი დაუმტკიცდებოდათ – სამშობლოს ღალატსა და მამის მკვლელობაში.მიუხედავად ამ უსასტიკესი და გულისშემაღონებელი მეთოდით ადამიანების სიკვდილით დასჯისა,პროცესს თვალს მაინც უამრავი სეირის მაყურებელი ადევნებდა.ლინჩის წინააღმდეგ და მის გასაუქმებლად ხმა ჯერ კიდევ XII საუკუნეში აღიმაღლა დიდმა ჩინელმა პოეტმა და სახელმწიფო მოღვაწემ – ლუ იუმ (1125-1210 წლები),თუმცა,მისი მოწოდება არც იმ პერიოდის ჩინეთის ხელისუფლებას გაუთვალისწინებია და არც შემდგომ ხელისუფლებებს.გახანგრძლივებვული არაადამიანური სიკვდილით – ლინჩით სხვადასხვა პერიოდებში დასჯილი იქნენ ისეთი ცნობილი ჩინელი მოქალაქეები,როგორებიც გახლდნენ – მა ჰუალუმი და მისი ოჯახის წევრები (სუფიური აჯანყების სულისჩამდგმელები),ლინ ცინი (ცინის დინასტიის იმპერატორზე – აისინგიორო იუნიანზე თავდასხმის დამგეგმავი),იუან ჩუნხუანი (მინის იმპერიის ცნობილი მხედართმთავარი) და სხვები.ლინჩი ჩინეთში ოფიციალურად იქნა გაუქმებული 1905 წელს.მიუხედავად ამისა,შემდგომი რამდენიმე წლის მანძილზე,ამ შემზარავი მეთოდით მაინც სჯიდნენ სიკვდილით ადამიანებს.(ავტორი გენია.ჯი)
ეს გამაოგნებელი ფოტო გადაღებულია 1910 წელს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში