ჩარლზ ედვარდ სტიუარტი – “ეპიზოდი”

ჩარლზ ედვარდ სტიუარტი (1720-1788 წლები) – რომელსაც ზედსახელად – “ლამაზმან პრინც ჩარლზს” უწოდებდნენ,წარმოადგენდა იმ ერთ-ერთ პრეტენდენტს ინგლისისა და შოტლანდიის სამეფო ტახტზე,რომელიც დღესდღეობით შოტლანდიის ეროვნულ გმირად არის აღიარებული.მან უდიდესი როლი ითამაშა შოტლანდიის ისტორიაში და შოტლანდიური ფოლკლორის პოპულარულ ფფიგურადაც იქცა.რომში დაბადებულმა ჩარლზმა შოტლანდიაში ჰანოვერების დინასტიის წინააღმდეგ გაილაშქრა,რაც შოტლანდიელების მიერ აღქმული იქნა,როგორც ინგლისელ დამპყრობელთა წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა. 1746 წლის 16 აპრილს შოტლანდიის ჩრდილოეთით მდებარე კალოდენში ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგნენ ჩარლზის მომხრე შოტლანდიელებისაგან დაკომპლექტებული ჯარი და ინგლისელთა არმია (მათ შორის იმყოფებოდნენ ის შოტლანდიელები,რომლებიც მხარს უჭერდნენ თავიანთ მთავრობას).ბრძოლა ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ჩარლზს ქვეყანაში აღარ დაედგომებოდა.მეტად საინტერესოა ის გარემოება,რომ “შოტლანდიის ეროვნულმა გმირმა” და იაკობინელთა უპირობო ლიდერმა –  ჩარლზ ედუარდ სტიუარტმა (რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს) ქვეყნიდან გაქცევა იაკობინელი ქალის – ფლორა მაკდონალდის ტანისამოსში გამოწყობილმა მოახერხა. 1772 წელს ჩარლზმა იქორწინა მასზე ძალიან უმცროს ქალზე – ლუიზა შტოლბერგ-გედერნზე და მასთან ერთად საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა.თუმცა,მისდა საუბედუროდ,მან ცხოვრებაში კიდევ ერთი საშინელი მარცხი იწვნია,რადგან შოტლანდიის ეროვნულ გმირს 1780 წელს ცოლი წაჰგვარა ცნობილმა იტალიელმა პოეტმა – ვიტორიო ალფერიმ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ჩარლზის ყოფილი მეუღლე ლუიზა,თავის ქმარს საჯაროდ სდებდა ბრალს მის მიმართ ცუდად მოპყრობაში და ოჯახის დანგრევაში სწორედ მას ადანაშაულებდა.ჩარლზ ედვარდ სტიუარტი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა რომში,რის შემდეგაც იგი დაკრძალული იქნა ფრასკატში,სადაც ეპისკოპოსი გახლდათ მისი უმცროსი ძმა,კარდინალი – ჰენრიხ ბენედიქტ სტიუარტი.თუმცა,მოგვიანებით, 1870 წელს მისი ნეშტი გადასვენებული იქნა რომში – წმინდა პეტრეს ტაძარში. (ავტორი გენია.ჯი)

ლუიზა შტოლბერგ-გედერნი (ჩარლზის ყოფილი მეუღლე)

ვიტორიო ალფერი (იტალიელი პოეტი,რომელშიც გაცვალა თავისი მეუღლე ჩარლზი – ლუიზამ)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>