მაპამ იუმცოს ტბა
მაპამ იუმცო (იგივე – მანასაროვარი) – წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალ ტიბეტის მთანეთში მდებარე მტკნარი წყლის შემცველ ტბას.იგი,ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან – ლჰასადან,დასავლეთით, 950 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.მაპამ იუმცოს ტბა ზღვის დონიდან 4 557 მეტრ სიმაღლეზეა განთავსებული,რის გამოც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სიმაღლეზე მდებარე ტბად არის აღიარებული.ტბის სრული ფართობი 520 კვადრატული კილომეტრია,ხოლო მაქსიმალური სიღრმე კი 82 მეტრი. (ავტორი გენია.ჯი) ზამთრობით,ძლიერი ყინვების გამოისობით ტბის წყალი იყინება.ხეობა,რომელშიც მაპამ იუცოა განთავსებული,ჩრდილოეთიდან დიდი ჰიმალაების მთებით არის გარშემორტყმული,ხოლო სამხრეთიდან კი კაილასის ქედით.მასთან ახლოს მდებარეობს მრავალი გეოთერმალური წყარო.აღსანიშნავის ის გარემოება,რომ მაპამ იუმცოს ტბას დიდი რელიგიური დატვირთვაც გააჩნია და მას ხშირად სტუმრობენ მორწმუნე ბუდისტები ინდოეთიდან,ტიბეტიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან.მათი რწმენით.ის,ვინც მანასაროვარის ტბით განიბანება,ცოდვების ჩადენისაგან თავს დააღწევს.გარდა იმისა,რომ ბუდისტი მორწმუნეები ტბაში ცურავენ,ასევე ისინი სვამენ მაპამ იუმცოს ტბის წყალსაც.ტბაზე ხშირად ეწყობა რიტუალური შემოვლა,რომელსაც – პარიკრამას უწოდებენ.
ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,მანასაროვარი პირველი ობიექტი გახლდათ,რომელიც ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაების – ბრაჰმას ცნობიერებაში დაიბადა.ამიტომ მიიჩნევენ მას ღვთაების მიერ შექმნილ გეოგრაფიულ ობიექტად (საინტერესოა ის გარემოება,რომ მაპამ იუმცოს სიახლოვეს მდებარე – ლანგა-ცოს ტბას,ბუდისტები – დემონების მიერ შექმნილად აღიარებენ).სწორედ აღნიშნული ლეგენდის მიხედვით მიიღო ტბამ თავისი სახელწოდებაც (სანსკრიტულ ენაზე,მანასი – აღნიშნავს – “ცნობიერებას”,ხოლო – საროვარი კი – “ტბას”). (ავტორი გენია.ჯი)