კარლოს მონტენეგრო
კარლოს მონტენეგრო - დაიბადა 1900 წლის 27 თებერვალს გალისიის ისტორიულ რეგიონში (ესპანეთი). იგი წარმოადგენდა გამოჩენილ კუბელ მწერალს,რომლის ოჯახი 1907 წელს ესპანეთიდან,საცხოვრებლად კუბაში გადავიდა.14 წლის ასაკიდან,თავად უწევდა საკუთარი თავის რჩენა.1919 წელს,მას ბრალი დასდეს მკვლელობაში და სასამართლომ კარლოს მონტენეგროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ამავე პერიოდს ემთხვევა მისი ლიტერატურულ სამყაროში ფეხის შედგმა და ციხეში იწყებს თავის პირველი ნაწარმოებების წერას. (ავტორი გენია.ჯი) 1929 წელს ქვეყნდება მის მიერ დაწერილი ნოველები,სახელწოდებით “ყლორტი”,რომელმაც უდიდესი აღიარება მოუტანა მას.გარდა ამისა ნოველების ამავე კრებულმა რამდენიმე ლიტერატურული პრემიაც მიიღო.მალევე ლათინოამერიკელი და ესპანელი ინტელექტუალების მიერ დაიწერა პეტიცია,სადაც მოთხოვნილ იქნა დროზე ადრე მისი განთავისუფლება პატიმრობიდან. და მართლაც 1931 წელს იგი განთავისუფლებულ იქნა,რის შემდეგაც წევრიანდება კომუნისტურ პარტიაში და მონაწილეობას იღებს ესპანეტის სამოქალაქო ომში,რესპუბლიკელების მხარეზე.1937 წელს ქვეყნდება მწერლის რომანი “მამაკაცები ქალების გარეშე”,რომლის მოტივი ჰომოსექსუალიზმი გახლდათ.ამ მიზეზით მისი ნაწარმოებები,ფიდელ კასტროს მართულ კუბაზე აკრძალულ ლიტერატურად მიიჩნეოდა.რის გამოც მისი ნაწარმოებები არა მშობლიურ კუბაზე,არამედ სხვა ქვეყნებში – ესპანეთსა და მექსიკაში გამოიცემოდა. (ავტორი გენია.ჯი) 1944 წელს გამოვიდა კომუნისტური პარტიის კრიტიკით,სადაც იგი რიგ კომპარტიის წევრებს კორუფციაში სდებდა ბრალს.ამავე დროს მან დატოვა კომპარტიის რიგები.1959 წელს მიემგზავრება ემიგრაციაში კოსტა-რიკაში,ხოლო მოგვიანებით ამერიკის შეერთებულ შტატებში.1981 წლის 5 აპრილს,კარლოს მონტენეგრო მაიმაიში (ამერიკა) გარდაიცვალა,სადაც დაკრძალულ იქნა კიდეც.მისი ნაწარმოებები კი მრავალ უცხო ენებზე იქნა თარგმნილი.