კოტ-დ’ივუარის ეროვნული გერბის შესახებ…
კოტ-დ’ივუარის ეროვნული გერბი – წარმოადგენს დასავლეთ აფრიკაში მდებარე მრავალეროვანი (ქვეყანაში 60-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფის ხალხი ცხოვრობს) სახელმწიფოს – კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დამადასტურებელ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს.აღნიშნული გერბი,იმ ფორმით,როგორიც დღეს არის წარმოდგენილი,აფრიკული სახელმწიფოს ხელისუფლების მიერ 2001 წელს იქნა დამტკიცებული. (ავტორი გენია.ჯი) გერბის ცენტრალური და უმნიშვნელოვანესი ელემენტია მასზე გამოსახული სპილოს თავი,რადგან,როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი – სპილოებს უდიდესი დანიშნულება გააჩნიათ არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისათვის,არამედ სახელმწიფოსათვისაც კი.კოტ-დ’ივუარში ფართოდ არის გავრცელებული აფრიკული სახეობის სპილოები,რომელთა ძვლის ექსპორტსაც ქვეყნის ბიუჯეტის შევსებაში და ზოგადად,ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.აკი,კოტ-დ’ივუარს 1985 წლამდე,ოფიციალურად – სპილოს ძვლის ნაპირად მოიხსენიებდნენ.გერბზე გამოსახული ამომავალი მზე – ტრადიციულად,ახალ საწყისთან ასოცირდება.გარდა ამისა,მასზე გამოსახულია ქვეყანაში ერთობ გავრცელებული პალმის ორი ხე.გერბის დაბლა ნაწილში კი წარმოდგენილია ლენტი,რომელზეც გაკეთებულია ფრანგულენოვანი წარწერა – “კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა”. (ავტორი გენია.ჯი)