ედვარდ მუნკი – “ვამპირი”

“ვამპირი” – წარმოადგენს გენიალური ნორვეგიელი ფერმწერის,გრაფიკოსის,ხელოვნების თეორიტიკოსისა და ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენლის – ედვარდ მუნკის (1863-1944 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს.ტილოს სიმაღლე 91 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 109 სანტიმეტრი.მასზე მუშაობა ავტორმა 1893 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრულა.სურათზე გამოსახულია ჟღალთმიანი ახალგაზრდა ქალი,რომელიც ეხვევა დეპრესიაში მყოფ მამაკაცს,რომელიც თავის მხრივ ცდილობს თავი ქალის მკლავებში ჩარგოს.ქალს ტუჩები მამაკაცის კისერთან ძალიან ახლოს აქვს მიტანილი,რაც ტილოს კომპოზიციას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს: ქალი ან ანუგეშებს თავის საყვარელ მამაკაცს,ან კიდევ,პირიქით,ცდილობს მისი ენერგეტიკითა და ძალებით გამოიკვებოს,ისევე,როგორც ეს ვამპირების შემთხვევაშია ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალისტები და მკვლევარები,მუნკის მიერ შესრულებულ სურათში “ვამპირი”,კარგად ხედავენ ეგრეთ წოდებული – “მადონასა და უძღები ქალის კომპლექსს”,რითაც ხასიათდებოდა კიდეც ძირითადად მუნკის შემოქმედება (მაგალითად მისი ცნობილი ტილო,სახელწოდებით – “მადონა”).მუნკის მუზეუმის საიტზე განთავსებულია ციტატა,რომელიც ოდესღაც ჩაიწერა თავის დღიურში მხატვარმა და იგი ეხებოდა სწორედ აღნიშნულ ტილოს: “მან დაუშვა თავი მის მკერდზე – ის გრძნობდა,თუ როგორ მოძრაობდა სისხლი მის ძარღვებში – უსმენდა გულისცემის ხმას – მან კისერთან იგრძნო ცხელი ტუჩების შეხება – მის სხეულში ჟრუანტელმა დაიარა – იწვოდა სურვილით – და მან იგი თავისკენ ახლოს მიიზიდა”.

ედვარდ მუნკმა თავისი სურათის მოდელ მამაკაცად,ცნობილი შვედი მწერალი – ადოლფ პაული გამოიყენა,ხოლო ქალის მოდელად კი სპეციალურად დაიქირავა ერთ-ერთი მანდილოსანი.ისევე,როგორც მუნკის სხვა სურათები,”ვამპირი”-ს რამდენიმე ვარიანტიც შექმნა ედვარდმა.მათ შორის გრაფიკული და ლითოგრაფიული სახითაც.

1988 წლის თებერვლის თვეში,ედვარდ მუნკის ნახატის “ვამპირი”-ს ასლი გატაცებული იქნა მისივე სახელობის მუზეუმიდან,თუმცა გატაცებული სურათის დაბრუნება რამდენიმე თვეში გახდა შესაძლებელი. 2008 წელს მსოფლიოში სახელგანთქმულმა “სოთბის” აუქციონმა გასაყიდ ლოტად გამოიტანა,მუნკის მიერ დახატული “ვამპირი”-ს ერთ-ერთი ყველაზე გვიანდელი ვერსია,რომელიც იმ პერიოდის სარეკორდო ფასად –  38,2 მილიონ ამერიკულ დოლარად იქნა გაყიდული.გენიალური ნორვეგიელი მხატვრის – ედვარდ მუნკის დახატული “ვამპირი”-ს თავდაპირველი ვერსია კი დღემდეა დაცული ნორვეგიის დედაქალაქ – ოსლოში მდებარე “მუნკის მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>