რატომ მოკლეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი – სპენსერ პერსივალი?!
1803 წლის გაზაფხულზე თეთრ ზღვაში ჩაიძირა რუსეთის ერთ-ერთი სავაჭრო გემი – “სოიუზი”,რომელიც დაზღვეული გახლდათ ინგლისური სადაზღვევო კომპანიის – “Lloid’s of London”-ის მიერ.იმავე წელს,სავაჭრო გემის მფლობელებმა მიიღეს გადაწყვეტილება,რომ ჩაძირული გემის სანაცვლოდ კომპენსაცია მიეღოთ.თუმცა,იმ მოტივით,რომ გემი საბოტაჟის შედეგად იყო ჩაძირული,სადაზრვევო კომპანიამ გემის მფლობელებს კომპენსაციის გაცემაზე უარი განუცხადა (მანამდე,კომპანიაში მივიდა ანონიმური წერილი,რომელშიც ეწერა,რომ სავაჭრო ხომალდი საბოტაჟის შედეგად იქნა ჩაძირული).გემის მფლობელებმა,აღნიშნული წერილის ავტორად,იმ დროისათვის რუსეთში მყოფი თავიანთი უშუალო კონკურენტი და ინგლისელი მეწარმე - ჯონ ბელინგჰემი (1769-1812 წლები) მიიჩნიეს.თუმცა,უნდა გავითვალისწინოთ ის,რომ ჩაძირულ “სოიუზზე” ტვირთის უდიდესი ნაწილი სწორედ ბელინგჰემის კუთვნილება იყო.გემის მფლობელებმა გადაწყვიტეს,რომ ბელინგჰემისათვის სამაგიერო გადაეხადათ და მას ჯერ საბუთები მოპარეს,ხოლო შემდგომ კი,სრულიად უდანაშაულო ინგლისელი მეწარმე აბსურდული ბრალდებით დააკავებინეს.დაკავებულმა ჯონიმ,ინგლისის ელჩთან - ლორდ გრენვილ ლევერსონ-ჰუვერსთან შესძლო დაკავშირება და მას დახმარების თხოვნით მიმართა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,ლორდმა გრენვილმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის სახელით დახმარებაზე კატეგორიული უარი განუცხადა.პატიმრობის ერთი წლის გასვლის შემდეგ,ბელინგჰემი განთავისუფლდა.იგი შეეცადა,თავისი დაპატიმრების ერთ-ერთ ინიციატორს,არხანგელსკის გუბერნატორს ივანე ფესტერს პასუხი ეგო ჩადენილი ქმედებისათვის.აღნიშნულმა მოთხოვნამ,ჯელინგჰემი კიდევ ერთხელ მიიყვანა საპყრობილემდე. 1809 წელს ჯონი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.ციხიდან გამოსული სრულიად უდანაშაულო ინგლისელი მეწარმის ხასიათი მის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს ძალიან გაბოროტებული ჰყავდა.
მას შემდეგ,რაც ჯონი სამშობლოში დაბრუნდა,მიიღო გადაწყვეტილება,რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას რუსეთში გატარებული უკანონო პატიმრობისათვის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქის განსაცდელში მიტოვებისათვის კომპენსაცია უნდა გადაეხადა მისთვის.აღნიშნული წინადადებით მან თავად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს – სპენსერ პერსივალს (1762-1812 წლები) მიმართა.თუმცა მისგან კომპენსაციის მიღებაზე სასტიკი უარი მიიღო.მიუხედავად ამისა,მას ბრძოლა არ შეუწყვეტია და თითქმის ყველა ხელისფლების წარმომადგენელი შეაწუხა,თავისი,სრულიად სამართლიანი მოთხოვნით.შედეგი – ნული იყო… მას არავინ გამოესარჩლა,რის გამოც ბელინგჰემს საკუთარმა მეუღლემ ურჩია,რომ შეშვებოდა წამოწყებულ საქმეს და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დაბრუნებოდა. 1812 წლის 18 აპრილს იგი პირადად გამოცხადდა საგარეო საქმეთა სამინისტროშო,სადაც მას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა,რომ იგი ვერასოდეს მიიღებდა სახელმწიფოსაგან კომპენსაციას. (ავტორი გენია.ჯი) იმავე წლის 20 აპრილს,ხელისუფლებაზე გაბოროტებულმა ჯონ ბელინგემმა იარაღი იყიდა და ახლობელ მკერავს სთხოვა ისეთი პალტო შეეკერა,რომელსაც საიდუმლო ჯიბე ექნებოდა… ამის შემდგომ მას ხშირად ხედავდნენ თემთა პალატის სიახლოვეს.
1812 წლის 13 მაისს,ჯონი ბელინგჰემი პარლამენტის შენობასთან მივიდა და დაელოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის – სპენსერ პერსივალის შენობიდან გამოსვლას.როდესაც იგი გამოვიდა,ბელინგჰემი მას მიუახლოვდა,საიდუმლო ჯიბიდან ამოიღო რევოლვერი და პირდაპირ გულში დაახალა ტყვია.სპენსერ პერსივალი ადგილზევე გარდაიცვალა.მიუხედავად იმისა,რომ მან ესოდენ დიდი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი,გაქცევა თავში აზრადაც კი არ მოსვლია და მკვლელობის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიის წინ ჩამოჯდა,სადაც დააკავეს კიდეც.დაკითხვისას განაცხადა,რომ დიდი სურვილი გააჩნდა რუსეთში მყოფი დიდი ბრიტანეთის იმ ელჩის მოკვლისა,რომელმაც უარი უთხრა დახმარებაზე წლების წინ. და, რადგანაც თავისი სურვილის განხორციელება შეუძლებელი იყო,იძულებული გახდა ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი მოეკლა,რომელიც ყველაზე დიდ პასუხს აგებდა თავისი ხელისუფლების წარმომადგენელთა უდიერ საქციელებზე.ჯონ ბელიგჰემს სასამართლომ სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობა) მიუსაჯა,რომელიც 1812 წლის 18 მაისს აღასრულეს.საინტერსოა ის გარემოება,რომ სიკვდილმისჯილი და გაუბედურებული ინგლისელი მეწარმის – ჯონ ბელინგჰემის მიმართ თანაგრძობა გამოხატა ქვეყნის მოსახელობის უმეტესმა ნაწილმა და იმ ტრაგედიაში,რომელიც ლონდონში დატრიალდა,ბრალი ქვეყნის ხელისუფლებას დასდო.შესაბამისად,მოსახლეობა ბელინგჰემს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ გამოჩენილი გულგრილობისა და უყურადღებობის მსხვერპლად მიიჩნევდა.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ სიკვდილით დასჯილი ჯონის მეუღლესა და შვილებს,სრულიად უცნობი თანამემამულეები უწევდნენ დიდი ხნის განმავლობაში დახმარებას.
P.S. “ნისლიანი ალბიონის” ისტორიაში დიდი ბრიტანეთის პრემიერის – სპენსერ პერსევალის მკვლელობა ერთადერთი შემთხვევაა,რადგან არც მანამდე და არც მას შემდეგ,დიდი ბრიტანეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სიცოცხლე არავის მოუსპია. (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ ბელენგჰემი
სპენსერ პერსივალი
სპენსერ პერსივალის მკვლელობა