“ჩინო დელ დუკას პრემია”

“ჩინო დელ დუკას პრემია” - ინგლისურ ენაზე “Prix mondial Cino Del Duca”,წარმოადგენს პოპულარულ,საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიას,რომელიც დაარსებულ იქნა 1969 წელს,ცნობილი იტალიური წარმომავლობის მქონე ფრანგი მეწარმისა და ფილანტროპის ჩინო დელ დუკას (1899-1967 წლები),სახელის საპატივცემულოდ,მისივე მეუღლის სიმონა დელ დუკას (ნირუე) მიერ. (ავტორი გენია.ჯი)აღნიშნული ლიტერატურული პრემია გადაეცემა ისეთ ლიტერატურულ ან სამეცნიერო ჟანრის ნაწარმოებებს (ნაშრომებს),რომლებიც ხელს უწყობს ჰუმანიზმის დანერგვასა და გავრცელებას თანამედროვე სამყაროში.პრემიის აღების შემთხვევაში,ესა თუ ის გამარჯვებული მწერალი იღებს პრიზს 300 000 ევროს ოდენობით.1975 წლიდან,პარიზში ფუნქციონირებს სიმონასა და ჩინო დელ დუკას სახელობის ფონდი,რომელიც სიმონას გარდაცვალების შემდომ (2004 წელი),საფრანგეთის ინსტიტუტის დაქვემდებარებაში გადავიდა.პრემიის დაარსების შემდგომ ეტაპებზე,აღნიშნული პრემიით ჯილდოვდება არა მარტო ლიტერატორები,არამედ არქეოლოგები,სახვითი და მუსიკალური ხელოვნების მუშაკებიც. (ავტორი გენია.ჯი) “ჩინო დელ დუკას პრემია” მინიჭებული აქვთ ისეთ ცნობილ პიროვნებებს,როგორებიცაა: ჟან ანუი,ხორხე ლუის ბორხესი,ერნს იუნგერი,ჟორჟ ამადუ,ისმაილ კადარე,მილან კუნდერა,პატრიკ მოდიაონო და სხვები.

“სიმონა და ჩინო დელ დუკას სახელობის ფონდის” ემბლემა