“დამაკვირდი”
1. „ჩემი ღრმა რწმენით, ამ პაწაწინა პლანეტაზე ყველანი ნაცნობები ვართ (სამწუხაროდ, ჩემს მეტმა ეს არავინ იცის!) და, რაც უფრო მალე მივხვდებით ამას, მით უკეთესი იქნება! განა საწყენი არ არის, ისე გავატაროთ ჩვენი წუთისოფელი, რომ არ გამოვეცნაუროთ, არ დაველაპარაკოთ, ხელი არ გავუწოდოთ ერთმანეთს და დავიკლოთ ის უდიდესი სიამოვნება, რასაც ადამიანი განიცდის, როცა მოყვასს გააბედნიერებს?!” – მიხეილ ქვლივიძე
* * *
2. „ჩვენი სიცოცხლე სულ ცარიელი სურვილია”. – აკაკი წერეთელი
* * *
3. „მიზნისკენ მიმავალ გზათა შორის უმოკლესი მაინც მრუდე გზა გახლავთ”. – გურამ ფანჯიკიძე
* * *
4. „ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ ყველა თავის კუთხიდან ზვერავს მას, ყველა თავისი ცხოვრებით მიდის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „სიბრიყვემ რაც უნდა საწადელს მიაღწიოს, კმაყოფილი მაინც ვერ დარჩება”. – ტულიუსი
* * *
6. „ურცხვობა, დღეს იქნება თუ ხვალ, უნამუსობად გადაიქცევა”. – ჰანიბალი
* * *
7. „ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია და დიდად სწავლული, იმდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო დიდად მავნებელია…” – ილია ჭავჭავაძე
* * *
8. „დიდი ადამიანის ზნეობრივ თვისებებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს მისი თაობისა და ისტორიული პროცესისათვის, ვიდრე წმინდა ინტელექტუალურ მიღწევებს”. – ალბერტ აინშტაინი
* * *
9. „მსოფლიო პრობლემების გამო ადამიანები თავს არ იხრჩობენ, ტყვიას არ იხლიან და არც საგიჟემდე მიდიან”. – ნიკოლოზ ჩერნიშევსკი
* * *
10. „უფალს შეწირე მადლობა უსაზღვრო ღვთიური წამის მონიჭებისათვის და დამორჩილდი უსუსურებას შენსას, უძლურებას შენსას…” – ელენე ბატიაშვილი