თალეს მილეტელის ფილოსოფიიდან…
“აღმატებულად უფროსი არის – ღმერთი,რადგანაც იგი დაუსაბამოა; ყველაზე მშვენიერი – სამყაროა,რადგანაც მასში ყველაფერი ჰარმონიულია და მწყობრი; ყველაზე დიდი – სივრცეა,რადგანაც მასში სამყაროა,სამყაროში კი – ყველაფერი; ყველაზე გონიერი – დროა,რადგანაც ზოგი რამ უკვე აღმოაჩინა,ზოგსაც მომავალში აღმოაჩენს; გარდაუვალი არის – იმედი,,რადგანაც იგი აქვს იმასაც,ვისაც აღარაფერი აქვს; აღმატებულად სასარგებლო – სიქველეა,რადგანაც მას თუ სასიკეთოდ გამოვიყენებთ,ყველაფერს გააკეთილშობილებს; უმავნესია – მანკიერება,რადგანაც თავისი არსებობით მის გარშემო ყველაფერს ამახინჯებს; უძლიერესია – აუცილებლობა,რადგანაც მხოლოდ ის არის შეუცვლელი; უმსუბუქესი კი ის არის,რაც ბუნებრივია,რადგანაც ხშირად საამურიც მომქანცველია”. (ავტორი გენია.ჯი)