ლიკურგე – “ეპიზოდი”
გენიალურმა ძველსპარტელმა კანონმდებელმა და სპარტაში სახელმწიფოებრივი წყობილების შემცვლელმა – ლიკურგემ (ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეები),სხვა უამრავ და მნიშვნელოვან კანონებთან ერთად,გამოსცა ერთ-ერთი კანონი,რომლის თანახმადაც,ადრე დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ,სპარტელი გოგონები ყოველგვარი მზითვის გარეშე უნდა გათხოვილიყვნენ.აღნიშნულმა კანონმა იმ პერიოდის სპარტელ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და ერთ დღეს ჰკითხეს კიდეც მას,თუ რატომ გამოსცა ასეთი უცნაური კანონი.დიდებულმა ლაკედომენელმა დაინტერესებულ და ცნობისმოყვარე სპარტელებს აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობა შემდეგი სიტყვებით განუმარტა:
“ასეთი კანონის შემოღების გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ,რომ ზოგიერთი სპარტელი გოგონა სიღარიბის გამო არ დარჩეს გაუთხოვარი,ზოგიერთზე კი სიმდიდრის გამო არ დაქორწინდნენ.კაცს ქალის ცხოვრების ნირი უნდა აინტერესებდეს და არჩევანიც მხოლოდ მისი კეთილშობილების მიხედვით უნდა გააკეთოს და არა მზითვევის მიხედვით”. (ავტორი გენია.ჯი)