სპარტელი გერადატოსის პასუხი უცხოელს…
უძველეს ეპოქებში (განსხვავებით მომდევნო ეპოქებისაგან) სპარტელ მანდილოსანთა კეთილგონიერება იმდენად ფასობდა,რომ მათი სიმრუშე ყოვლად წარმოუდგენელი რამ გახლდათ.სწორედ იმ უძველეს ეპოქაში ცხოვრობდა საპრტელი მამაკაცი,სახელად – გერადატოსი.უცხოელებს ძალიან უჭირდათ იმის დაჯერება,რომ სპარტაში მრუშობა და პროსტიტუცია არ არსებობდა.ამიტომ ცნობისმოყვარეობისაგან შეპყრობილები შანს არ უშვებდნენ ხელიდან გაეგოთ სიმართლე – ეწეოდნენ თუ არა სპარტელი ქალები პროსტიტუციას?!
ერთ დღეს,გერადატოსს ვიღაც უცხოელი გადაეყარა და სხვა უამრავ სხვა საკითხთან ერთად ზემოაღნიშნულ საკითხზეც გაუმახვილა ყურადღება:
- როგორ ეპყრობიან შენს ქვეყანაში მრუშებს?
- ჩვენთან,უცხოელო,მრუშები არ არიან, – უპასუხა სპარტელმა.
- მაგრამ შეიძლება გამოჩნდნენ, – არ მოეშვა უცხოელი.
- ჰოდა,თუ გამოჩნდა,გადაიხდის კიდეც საფასურს: ისეთ ხარს,რომელიც ტაიგეტონის ქედის ძირას გაწოლილი წყალს მდინარე ევროტასიდან შესვამს, – მიუგო გერადატოსმა.
- კი,მაგრამ საიდან მოიყვანს ამხელა ხარს? – განცვიფრდა უცხოელი.
- სპარტაში,სადაც სიმდიდრეს,ფუფუნებასა და ყოველნაირ სამშვენისებს არად აგდებენ,სადაც პატიოსნება და წინამძღოლთა მორჩილებაა უაღრესად დაფასებული,აბა საიდან უნდა გაჩნდეს მრუში? – საპასუხო კითხვა დაუსვა უცხოელს გერადატოსმა,რომელსაც საპირისპიროთ დასმულ შეკითხვაზე პასუხი არ გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი)