პავსანიასის შეკითხვა დელოსელებს…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ეგეოსის ზღავში მდებარე კუნძული – დელოსი,ძველბერძნთათვის იმთავითვე წმინდა ადგილად იყო მიჩნეული,რადგან მათი რწმენით სწორედ იქ მოევლინა ქვეყნიერებას სინათლისა და ხელოვნების ძველბერძნული ღმერთი – აპოლონი და ქალღმერთი – არტემიდა.(ავტორი გენია.ჯი) სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ წმინდა კუნძულის ადგილობრივი მოსახლეობა მის ბუნებრივ რესურსებს არ გამოიყენებდა.გარდა ამისა,კუნძულზე მაცხოვრებელთ და მათ სტუმრებს,დელოსის ტერიტორიაზე კატეგორიულად ეკრძალებოდათ,როგორც ბავშვის გაჩენა,ასევე გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვაც.როდესაც ამა თუ იმ დელოსელ ქალბატონს მშობიარობის დრო დაუდგებოდა,იგი სხვა,ახლო მდებარე კუნძულზე გადაჰყავდათ მოსალოგინებლად,ხოლო თუკი ვინმე გარდაიცვლებოდა,მასაც სხვა კუნძულზე ასაფლავებდნენ.შესაბამისად,აპოლონისა და არტემიდას სამშობლოში არც ბავშვები იბადებოდნენ და არც სასაფლაოები არ არსებობდა.
ათენის მიერ დელოსზე გავლენის მოპოვებამ,კუნძულის მაცხოვრებლებს უამრავი უფლება შეუზღუდა.გარდა ამისა,ათენელებმა დელოსი – “საზღვაო კავშირის” ცენტრად აღიარეს.სწორედ ამიტომ მოითხოვდნენ ისინი ათენელებისაგან სრულიად სამართლიანად თავიანთ მშობლიურ კუნძულზე უფლებების შენარჩუნებას.მათ შორის იმ დადგენილი კანონის ხელშეუხებლობას,რომლის თანახმადაც დელოსზე ქალებს ეკრძალებოდათ მშობიარობა და მიცვალებულთა დასაფლავება.ერთ დღეს,სპარტელ რეგენტსა და მხედართმთავარს – პავსანიასს კლეომბროტოსის ძეს (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები),დელოსელთა დელეგაცია ესტუმრა (ცნობისათვის,ეს ის პავსანიასია,რომელმაც უფლებების ჩამორთმევის შემდეგ თავი შეაფარა ათენას ტაძარს და რომელმაც იმავე ტაძარში ჰპოვა აღსასრული ძვ.წ.აღ-ით 468 წელს შიმშილის შედეგად).მათ სპარტელ მხედართმთავარს თავიანთი ზემოაღნიშნული ტრადიციები და მოთხოვნები გააცვნეს.მას შემდეგ,რაც პავსანიასმა წმინდა კუნძულის მაცხოვრებლებს გულდასმით მოუსმინა,გაოცებულმა ჰკითხა: “როგორ შეიძლება ეს კუნძული იყოს თქვენი სამშობლო,თუ არც ერთი თქვენთაგანი იქ არ დაბადებულა ან არ დაიკრძალებაო?!” – აღნიშნული შეკითხვა დელოსელებმა უპასუხოდ დატოვეს. (ავტორი გენია.ჯი)