პლისტარქოსი – “ეპიზოდი”

თერმოპილეს ლეგენდარულ ბრძოლაში გასაოცარი გმირობით აღსრულებული სპარტის მეფის ლეონიდას I-ის ვაჟს - პლისტარქოსს (ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეები),რომელიც აგიადების მოდგმის წარმომადგენელი იყო სპარტის სამეფო ტახტზე,ერთ დღეს ქვეშევრდომებმა მოახსენეს,რომ მას,თავისი ენამყრალობით ცნობილი სპარტელი მამაკაცი განსაკუთრებული მონდომებით აქებდა.აღნიშნულ ინფორმაციას პლისტარქოსი ერთობ გაუოცებია და ქვეშევრდომებისათვის შემდეგი რამ უთქვამს: “ძალიან მიკვირს.ნეტავ,ვინმემ ხომ არ უთხრა,რომ მოვკვდი? თორემ ცოცხალ ადამიანზე მას კარგი არასოდეს უთქვამსო”. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>