ჯენ ჩენგუნი – “ეპიზოდი”

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ტაივანის (თანამედროვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შემავალი რეგიონი) სახელმწიფოს პირველი ფუძემდებელი და დამაარსებელი - ჯენ ჩენგუნი (1625-1662 წლები),ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მეკობრე გახლდათ.კოქსინგამ (ევროპაში ამ სახელით მოიხსენიებდნენ ჯენ ჩენგუნს) 1661 წლის 30 აპრილს ალყა შემოარტყა 25 000 მებრძოლით ტაივანის კუნძულზე განთავსებულ ნიდერლანდელთა ციხე-სიმაგრეს და იგი 1662 წლის 1 თებერვალს აიღო.სწორედ ამ პერიოდიდან ჩამოყალიბდა ტაივანის ტერიტორიაზე პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფო,რომელსაც ევროპელმა ისტორიკოსებმა – “ფორმოზის სამეფო” უწოდეს.ახლად ჩამოყალიბებულ სამეფოში ჯენ ჩენგუნმა ჩინეთში მოქმედი პოლიტიკური სისტემა დანერგა. (ავტორი გენია.ჯი) ტაივანის სახელმწიფოს პირველი დამაარსებელი კოქსინგა დაბადებული იქნა იაპონიაში (დედა იაპონელი ჰყავდა,ხოლო მამა ჩინელი) და თავდაპირველად,ისიც იმავე გზას დაადგა (მეკობრეობას),რასაც მამამისი წლების განმავლობაში ეწეოდა.მან თავისი შესანიშნავი გონებითა და სიმამაცით მალევე გაითქვა სახელი და მოიპოვა იმდენად დიდი გავლენა,რომ საკუთარი არმიის ჩამოყალიბებაც კი მოახერხა.შესაბამისად,ყოფილი სახელოვანი მეკობრე,დიდ მხედართმთავრადაც იქცა.ეროვნებით ჩინელი – ჯენ ჩენგუნის მიერ ჩამოყალიბებულმა ფორმოზის სამეფომ,ჩინეთის ცინის დინასტიის იმპერატორის მიერ განხორციელებული ეკონომიკური და სამხედრო ბლოკადის შედეგად, 1683 წელს არსებობა შეწყვიტა,რის შემდგომაც ტაივანის კუნძული,ჩინეთის შემადგენლობაში შემავალი – ფუძიანის პროვინციის საზღვრებში იქნა შეყვანილი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ  ტაივანის სტატუსის გარშემო ვნებათაღელვა დღემდე არ შეწყვეტილა და იგი ჩინეთის უზარმაზარი ქვეყნის ხელისუფლებისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრომლემად რჩება ტიბეტთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>