ყარაყოუმის გზატკეცილი

ყარაყოუმის გზატკეცილი (შოსე) – წარმოადგენს პაკისტანისა და ჩინეთის საზღვარზე გამავალ მაღალმთიან საავტომობილო გზას,რომელიც გადაჭიმულია 1 300 კილომეტრ სიგრძეზე.იგი ჰკვეთს,ჰიმალაის მთათა სისტემის შემდეგ სიმაღლით მეორე მთათა სისტემას – ყარაყოუმს,კჰუნჯერაბის უღელტეხილის (4 693 მეტრი სიმაღლე ზღვის დონიდან) გავლით.აღნიშნული გზატკეცილის მშენებლობა უძველესი აბრეშუმის დიდი გზის მარშრუტზე, 1966 წელს დაიწყო და 1986 წელს დასრულდა.ყარაყოუმის გზის 806 კილომეტრიანი მონაკვეთი პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა განთავსებული,ხოლო 494 კილომეტრიანი მონაკვეთი კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე. (ავტორი გენია.ჯი) პროექტის ღირებულებამ 3 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ყარაყოუმის გზატკეცილის მშენებლობა იმდენად რთულ ბუნებრივ და მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა,რომ მისი აგების 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში მშენებლების უზარმაზარი რაოდენობა – 892 მშენებელი დაიღუპა ზვავებისა და ლოდების ჩამოწოლის შედეგად.დაღუპულთაგან 810 პაკისტანელი მშენებელი გახლდათ,ხოლო 82 კი ჩინელი.ზამთრის გარკვეულ პერიოდში,ამ ურთულესად გადასაადგილებელ მაღალმთიან შოსეზე ზვავსაშიშროებისა და მეწყერების ჩამოწოლის საფრთხის გამო მოძრაობა აკრძალულია. (ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>