ვანოცა დეი კატანეი – “ეპიზოდი”
ვანოცა დეი კატანეი (1442-1518 წლები) – წარმოადგენდა იმ იშვიათ გამონაკლის კურტიზან ქალს ისტორიაში,რომელმაც სასიყვარულო რომანები გააბა სხვადასხვა პერიოდების ორ რომის პაპთან და ოთხჯერ იქორწინა ოფიციალურად არისტოკრატული წარმომავლობის მქონე გავლენიან პირებზე.მათ შორის,ყველაზე ხანგრძლივი (15 წლიანი) რომანი გააჩნდა ალექსანდრე VI-სთან (ერისკაცობაში – როდრიგო დე ბორჯია),რომლისგანაც ეყოლა კიდეც ოთხი უკანონო შვილი,მათ შორის სამი ვაჟი – ხუანი,ჩეზარე და ჯოზეფი და ერთი ქალიშვილი – ლუკრეცია.სანამ ვანოცა ალექსანდრესთან გააბამდა რომანს,მანამ მას სასიყვარულო ურთიერთობა გაბმული ჰქონდა კარდინალ – ჯულიო დელა როვერესთან (რომის მომავალი პაპი – იულიუს II).უცნობი ქალისაგან ნაშობი სამი შვილის მამასთან – ალექსანდრესთან რომანი კურტიზანმა კატანეიმ დაახლოებით 1465 წელს გააბა და მიუხედავად იმისა,რომ ალექსანდრეს უამრავი საყვარელი ჰყავდა,მათი ურთიერთობა მაინც ხანგრძლივი გამოდგა.პაპთან გაბმულმა რომანმა ვანოცას უდიდესი გავლენა და ქონება შესძინა,თუმცა განათლებასთან მწყრალად მყოფმა ქალმა წერა-კითხვა მაინც ვერ ისწავლა და წერილებს პირად მდივანს კარნახით აწერინებდა.ვანოცა დეი კატანეი გარდაიცვალა 1518 წლის 26 ნოემბერს სამოცდათექვსმეტი წლის ასაკში.როგორც იმ პერიოდის მემუარისტები აღნიშნავდნენ,ალექსანდე VI-სთან მისი ხანგრძლივი რომანი,გავლენები,სიმდიდრე და საგვარეულო გერბის მინიჭებაც კი,განპირობებული გახლდათ ვანოცას გასაოცარი სილამაზისა და მომხიბვლელობის წყალობით.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ მისი ორი პორტრეტიდან ერთ-ერთი გენიალური იტალიელი მხატვრის – ტიციანო ვეჩელის მიერ იქნა დახატული. (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრე VI
იულიუს II