აკაკი წერეთელი წერდა…
“დიდ-ბუხარს ბევრი შეშა ეჭირვება და პატარა ფეჩს კი ორი ღერიც ეყოფა.ასეა ადამიანზეც: ბუნება-მდიდარ კაცს,რაც უფრო მეტი ნიჭი აქვს,უფრო ბევრი მასალა ეჭირვება გრძნობა-გონების გასახურვებლად,რომ აენთოს,მიდამოს შუქი მოჰფინოს – გაანათოს და გარემოს სითბო არ გამოულიოს.ეს უბრალო ჭეშმარიტება რომ შეგნებული გვქონდეს,ქართველებს მეტი აღარა გვინდა რა!.. ჩვენში თითქმის ყველა ნიჭიერია.უნიჭო ახალგაზრდას იშვიათად შეხვდებით,მაგრამ რა გამოვიდა? ის ნიჭი უსაზრდოოდ დარჩენილი,ნელ-ნელა ჭკნება და ბოლოს ხელში გრჩებათ ფუჭ-კაკალივით გამოთავცალიერებული ვინმე! – ვინ დასთვლის,რამდენჯერ დაგვწყვეტია გული,იმედი რომ გაგვცრუებია?! ჰხედავთ ახალგაზრდას ნიჭით მდიდარს,ჯერ კიდევ ცხოვრებისაგან შეულახავს,კეთილ სურვილებით სავსეს.სიამოვნებით შეჰყურებთ და ფიქრობთ: აი,ეს ყმაწვილი თან-და-თან გაიწრთვნება,გაიძლიერებს ბუნებას და ოდესმე ფრთაგაშლილი ინავარდებს ჩვენდა სასიხარულოდ; მაგრამ გადის დრო და ის საიმედო კი უკან-უკან მიდის!.. ბოლოს ვხედავთ,რომ ფრთებ-ჩამოყრილი ინდაურივით უგზო-უკვლოს დაყვანჩალობს და ცხვირ-ჩამოშვებული იბერება; ან და აღმაფრენის მაგიერ ქვეშ-ქვეშ ძრომას მიჩვეულა და გველივით დასრიალებს ცხოვრებაში.ამ გვარი მოვლინება საზოგადოა ჩვენში ყოველგვარ სარბიელზე”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ქართულ ენას დიდი სიტყვის-კონა აქვს,მისი ლექსიკონი ისე ვრცელია,რომ ბევრჯელ მთელი აზრი ერთს სიტყვაში მოთავსდება ხოლმე”.
* * *
“მართალია,ვყეფდი და ვიღრინებოდი,მაგრამ ვერავინ ვერ იტყოდა,რომ ჩემ პირადობაზე მე ხელი გამომეღოს! ყველასაგან მოძულებულს,ბევრჯერ კარგი ადგილი,ღირსი რომ არ ვიყავი მისთანა,მაძლია მთავრობამ,მაგრამ რაღაი კი ერთხელვე სხვა გზა მქონდა არჩეული,არა ვქენი სამსახურში შესვლა და დავრჩი ოხრად,ანუ გიჟად,როგორც ზოგიერთები ამტკიცებდნენ”. (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“დღეს,რომ არ დამიმსახურებია,მისთანა პატივისცემაში და სიყვარულში ვარ საქართველოში!..”