რამ გადააწყვეტინა ალექსანდრე მაკედონელს აზიის დაპყრობა?
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსისა და ანტიკური ხანის უმნიშვნელოვანესი მწერლის – ქსენოფონტის (ძვ.წ.აღ-ით 427-355 წლები),ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს წარმოადგენს – “კიროსის ანაბასისი”,რომელიც ცნობისათვის,ისტორიაში პირველ ავტობიოგრაფიულ თხზულებად არის მიჩნეული.აღნიშნულ ნაწარმოებში აღწერილია რეალური ისტორია იმ ათი ათასი ძველბერძენი-ჰოპლიტი მებრძოლის სავალალო მდგომარეობისა,რომლებიც სპარსეთის მეფეს კიროს “უმცროსს” ჰყავდა დაქირავებული მტრებთან საბრძოლველად და რომლებსაც კიროსის გარდაცვალების შემდეგ,მესოპოტამიიდან უკან დახევა და უმძიმესი ბრძოლების გადახდა მოუწიათ იმისათვის,რომ სამშობლომდე მიეღწიათ.მას შემდეგ,რაც კიროს უმცროსი გარდაიცვალა ბერძენი-ჰოპლიტები სრულიად უცხო სამყაროსა და მტრულად განწყობილი ქვეყნის გულში აღმოჩნდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სხვა უამრავ რიგ პრობლემებთან ერთად,ისინი იმდენად დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ საკვების მოპოვების მხრივაც,რომ ადგილობრივებთან მრავალი შეხლა-შემოხლისა და მცირე ბრძოლების გადატანაც კი მოუწიათ.გამოსავალი ერთადერთი იყო: “სამშობლოში დაბრუნება”.თუმცა,ამის განხორციელება ურთულეს საქმეს წარმოადგენდა,რადგან მათ ათასობით კილომეტრის მოშორებით მყოფ საბერძნეთამდე მრავალი მტრულადვე განწყობილი ქვეყნა უნდა გადაეკვეთათ.ბერძენ-ჰოპლიტებს შორის იმყოფებოდა ქსენოფონტიც,რომელიც სხვა არისტოკრატ ბერძნებთან ერთად ხელმძღვანელობდა დაქირავებულთა საჯარისო ნაწილებს.მან დეტალურად აღწერა “კიროსის ანაბასისში” ის უდიდესი ტანჯვა-ვაება,დამცირება და ბრძოლები,რაც ბერძენ დაქირავებულ მებრძოლებს გადახდათ თავს აზიაში.უამრავი ევროპელი ცოცხალი ვეღარ დაუბრუნდა სამშობლოს.ყოველდღიურად,ბერძენი-ჰოპლიტების ლაშქარი მტრებით გარემოცულ ტერიტორიებზე საშუალოდ, 25 კილომეტრს გადიოდა და ალბათ,იოლი წარმოსადგენია თუ რაოდენ დიდი საფრთხის გამოვლა მოუწიათ მათ.საყურადღებოა ისიც,რომ სამშობლოში დაბრუნებულმა ქსენოფონტმა მის მიერ დაწერილი ნაწარმოები არა თავისი ნამდვილი სახელით,არამედ ფსევდონიმით – “ფემისტოგენე სირაკუზელის” სახელით გამოაქვეყნა,რადგან მას არ სურდა საკუთარი მხედართმთავრული ნიჭითა და შესაძლებლობებით დაეკვეხნა.კიროსის მიერ დაქირავებულ ბერძენთა უმძიმესმა თავგადასავალმა აზიაში,არა მარტო ბერძნები აღაშფოთა,არამედ სხვა იმ პერიოდის ევროპული ქვეყნების ბინადარნიც ერთობ უარყოფითად განაწყო აზიელთა მიმართ.
ქსენოფონტის თხზულებას ადრეულ ასაკშივე საგულდაგულოდ გაეცნო მსოფლიოს მომავალი უდიდესი მხედართმთავარი – ალექსანდრე მაკედონელი და როგორც მისი თანამედროვეების ცნობებიდან ვგებულობთ,იგი ერთობ განურისხებია აზიელთა დამოკიდებულებას ევროპელთა მიმართ.ძველბერძენი ისტორიკოსი და საყოველთაოდ ცნობილი ნაშრომის “ისტორიის” ავტორი – პოლიბიოსი,აღნიშნულ ნაწარმოებში ხაზს უსვამს იმას,რომ სწორედ ქსენოფონტის თხზულებამ შთაბერა სული ალექსანდრე დიდს – დაეპყრო აზია და შური ეძია აზიელებზე ევროპელთა წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო. (ავტორი გენია.ჯი) პოლიბიოსის მოსაზრებას მხარი დაუჭირა მრავალმა ძველი ეპოქის ისტორიკოსმა,მათ შორის IV-V საუკუნების სახელოვანმა ბიზანტიელმა ისტორიკოსმა და სოფისტმა – ევპანიოსმა.თანამედროვე ისტორიკოსთა ერთი ნაწილი პოლიბიოსის თეზისს იზიარებს და აცხადებს,რომ ალექსანდრე მაკედონელმა,სავარაუდოდ,სწორედ ქსენოფონტის მიერ დაწერილი ნაწარმოების – “კიროსის ანაბასისი”-ს გაცნობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება აზიაზე შური ეძია და იგი მის ფერხთით განერთხო,რაც სრულყოფილებაში მოყვანა კიდეც.აღნიშნული საკითხის ირგვლივ,ისტორიკოსებს შორის დავა დღემდე გრძელდება.თუმცა ფაქტია,რომ ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად ალექსანდრეს აზიაში ლაშქრობისა,პოლიბიოსის მიერ შემოთავაზებული ვერსიაც განიხილება. (ავტორი გენია.ჯი)
ქსენოფონტი
პოლიბიოსი
რუკაზე ასახულია მარშრუტი,რომლითაც ქსენოფონტმა და სხვა ბერძენმა-ჰოპლიტებმა სამშობლოში მოახერხეს დაბრუნება.აღნიშნულ გზას ისტორიკოსებმა მოგვიანებით – “ათი ათასის მარშრუტი” უწოდეს