“ნიდერლანდული ენის ძეგლი”
საინტერესოა ის გარემოება,რომ დიდი ქართველი მოქანდაკის – ელგუჯა ამაშუკელის მიერ შექმნილი უკვდავი ქმნილება “დედა-ენის ძეგლი”,რომელიც თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებულ “დედა-ენის ბაღშია” აღმართული,არ გახლავთ პირველი და ერთადერთი ქანდაკება,რომელიც მიძღვნილი იქნა ამა თუ იმ ენისადმი.აფრიკის კონტინენტზე მდებარე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბიურგერსდორპში 1893 წელს ,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,დადგმული იქნა ნიდერლანდული ენისადმი მიძღვნილი ერთადერთი ძეგლი,რომლის კვარცხლბეკზეც ნიდერლანდულ ენაზე გაკეტებულია შემდეგი სახის წარწერა: “ნიდერლანდული ენის გამარჯვება”. (ავტორი გენია.ჯი) ნიდერლანდული ენის ძეგლის დადგმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში განაპირობა ამავე ენის ოფიციალური სტატუსის მოპოვებისათვის ბრძოლამ კაპსკის ბრიტანულ კოლონიაში.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ სწორედ კაპსკის კოლონია გახლდათ ის პირველი ტერიტორია თანამედროვე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე,სადაც ნიდერლანდელთა მიერ იქნა დაარსებული კოლონია და სადაც ისინი განსახლდნენ.შესაბამისად,აღნიშნულ კოლონიაში უამრავი ნიდერლანდელი ცხოვრობდა.მოგვიანებით ნიდერლანდული კოლონია ხელში ჩაიგდო ინგლისელმა კოლონიზატორებმა და ამ პერიოდიდან დაიწყო კიდეც უმძაფრესი ბრძოლა კოლონიის ტერიტორიაზე ნიდერლანდული ენის ოფიციალური სტატუს მოპოვებსათვის. 1893 წელს ნიდერლანდელთა მიერ ქალაქ ბიურგერსდორპში აღმართული იქნა “ნიდერლანდული ენის ძეგლი”,რომლის გახსნასაც სხა უამრავ ნიდერლანდელთან ერთად დაესწრო ნიდერლანდული წარმომავლობის მქონე ცნობილი სამხრეთ აფრიკელი პოლიტიკოსი – იან ჰენდრიკ ჰოფმეერი და აფრიკანერების მოძრაობის ლიდერი – დიუ ტუა.ისინი ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდნენ და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს არა მარტო ნიდერლანდულ ენაზე,არამედ აფრიკაანსულ ენაზეც. 1899 წელს ინგლისელებსა და ბურებს შორის ომი დაიწყო.ომის დაწყებიდან ორ წელიწადში (1901 წელი) დაზიანებული იქნა ნიდერლანდული ენისადმი მიძღვნილი პირველი ძეგლი (ზოგიერთი წყარო ირწმუნება,რომ იგი ზღვაშიც კი იქნა გადაგდებული).თუმცა,ბურებთან ომში ინგლისელთა გამარჯვების შემდეგ,მიღებული იქნა გადაწყვეტილება,რომ ახალი ქანდაკება დაედგათ ნიდერლანდული ენისათვის და ამაში დიდი წვლილი შეიტანა იმანაც,რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ინგლისურ ენასთან ერთად ნიდერლანდული ენაც ოფიციალურ სალაპარაკო ენად იქნა აღიარებული.რადგანაც ძველი ქანდაკება დაკარგული იყო,ინგლისელებმა ძველი ქანდაკების ასლი დაამზადეს და დადგეს კიდეც. 1939 წელს სრულიად შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ნიდერლანდული ენისადმი მიძღვნილი ძველი ქანდაკება,თუმცა ხელებისა და თავის გარეშე.მიუხედავად ამისა,იგი მაინც აღმართეს მის ასლთან ახლოს,სადაც დღემდეა წარმოდგენილი. (ავტორი გენია.ჯი)